შავი ჯიპების კოლონა პარლამენტის ეზოში - რა ფოტოს აქვეყნებს ელენე ხოშტარია

პარლამენტში სახელმწიფოს მეთაური ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე თავისი პირველი ყოველწლიური ანგარიშით გამოდის.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებთან ერთად იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრები, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, დედაქალაქის მერი, სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი პირები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. პრეზიდენტის მოსასმენად პარლამენტში მივიდნენ უმაღლესი სასულიერო პირებიც.

პოლიტიკური ბოიკოტის გამო პლენარულ სხდომას არ ესწრება "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო".

პრეზიდენტის გამოსვლის პარალელურად სოციალურ ქსელში "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია პარლამენტის ეზოში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

ფოტოები: მირანდა ბაღათურია

06-03-2019 12:46
წყარო: ambebi.ge