"რუსეთის მოსახლეობის მესამედი მუსულმანი იქნება, უამრავი მეჩეთი აშენდება..." - რას ვარაუდობენ რელიგიური ლიდერები

მომდევნო 15 წლის განმავლობაში რუსეთის მოსახლეობის 30% ისლამის აღმსარებელი გახდება, The Moscow Times-ის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის უმაღლესმა მუფთიმ განაცხადა და მტკიცებულებად დემოგრაფიული მაჩვენებლები მოიყვანა.

ქვეყნის რეგიონებში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მუსულმანია, მათ შორის - ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარე რესპუბლიკებში, შობადობის ძალიან მაღალი მაჩვენებელია. დღეისთვის რუსეთში მუსულმანები მოსახლეობის 10-14%-ს შეადგენენ.

„ექსპერტების ვარაუდით, რუსეთში ისლამის აღმსარებლების რაოდენობა 15 წელიწადში 30%-მდე გაიზრდება,“ - განაცხადა მუფთების საბჭოს თავმჯდომარემ, უზენაესმა მუფთიმ რავილ გაინუტდინმა რუსეთის პარლამენტის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე.

მისივე თქმით, დემოგრაფიული ცვლილებები ნიშნავს, რომ რუსეთის უდიდეს ქალაქებში ძალიან ბევრი ახალი მეჩეთის აშენება იქნება საჭირო.

მას მართლმადიდებლური ეკლესიის დეკანოზი დიმიტრი სმირნოვიც დაეთანხმა და აღნიშნა, რომ 2050 წლისთვის რუსეთში რუსები აღარ იქნებიან.

06-03-2019 16:05
წყარო: ambebi.ge