მოსკოველმა გოგომ ახალშობილი სოციალური ქსელის საშუალებით 1 მილიონად გაყიდა

მოსკოვში დააკავეს ქალი, რომელიც ცდილობდა, სოციალური ქსელის დახმარებით ახალშობილი შვილი გაეყიდა, ინფორმაციას НТВ ავრცელებს. 23 წლის ქალმა ბავშვის გაყიდვის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. ჩვილის ღირებულება მილიონი რუბლი იყო.

„გარიგება“ მყიდველსა და დედას შორის დამნაშავის ბინაში შედგა. ქალმა მიიღო ფული, გოგონა „მფლობელს“ გადასცა, რის შემდეგაც დედა დააკავეს, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არასრულწლოვნის გაყიდვის მუხლით აღიძრა.

დაკითხვაზე დედამ ბრალი აღიარა. გამომძიებლები ამბობენ, რომ უახლოეს მომავალში ქალს დააპატიმრებენ.

საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

06-03-2019 16:42
წყარო: ambebi.ge