რას უმზადებს ზოდიაქოს ნიშნებს რეტროგრადული მერკური და დღევანდელი ახალმთვარეობა თევზებში

ასტროლოგები - ხათუნა ნოელი და მიხეილ ცაგარელი დღევანდელი ახალმთვარეობისა (თევზებში) და რეტროგრადული მერკურის შესახებ რეკომენდაციებს გვთავაზობენ. მერკური რეტროგრადულობას 28 მარტამდე შეინარჩუნებს. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს ახალმთვარეობის პერიოდი ემოციური იქნება ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, გამძაფრებული ინტუიციის შეგრძნება თითქოს სხვა ადამიანების აზრების წაკითხვის შესაძლებლობასაც მოგცემთ. საუკეთესო დროა ძველი ტრავმებისა და დრომოჭმული ურთიერთობებისგან გათავისუფლებისთვის.

ხათუნა ნოელი:

"ღმერთების შიკრიკი უკუსვლითი გახდა!

მერკურის რეტოგრადულობის გავლენა, პრაქტიკულად ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს ეხება. ამ პერიოდებში ყველაფერი, რაც გარშემო გვაკრავს არასწორად აღიქმება - თითქმის ისე როგორც "მრუდე სარკეში". ჩვენ ვერ ვფლობთ სრულ/სრულყოფილ ინფორმაციას, მხედველობის არიდან გვისხლტება მნიშვნელოვანი დეტალები, რომელთა შესახებ ვგებულობთ მოგვიანებით, მერკურის დირექციულობის დროს. ასე რომ, რეტროგრადული მერკურის დროს, ანუ 28 მარტამდე, არ ღირს ახალი კომუნიკაციის საშუალებების შეძენა, საქმეების წამოწყება, დოკუმენტების გაფორმება, ახალ ადამიანებთან მჭიდრო კონტაქტებში შესვლა, აგრეთვე სამსახურის თუ საცხოვრებელი ადგილის გამოცვლაც. ამ პერიოდში გაფორმებული ხელშეკრულებები ვერ გაამართლებენ ჩვენს იმედებს, ან გაიწელებიან დროში უაზროდ.

იმდეგაცრუება გველის ასევე რეტროგრადული მერკურის დროს დაწყებულ ახალ ნაცნობებთან დაკავშირებითაც. მართებული იქნებოდა თუ მივუყვებოდით იმ რუტინული საქმეების დასრულებას, რომლებიც უკვე წამოწყებული გვაქვს. ეს პერიოდი განკუთვნილია წარსულის ანალიზისათვის, რეტროგრადული მერკურის უკუსვლასთან ერთად თქვენც თვალი გადაავლეთ ბოლო ხანებში განვლილ გზას, გააანალიზეთ, დაფიქრდით - იყო თუ არა ყველა კონტაქტი საჭირო, ყველა ხელშეკრულება არის თუ არა სწორად გაფორმებული, ღირდა თუ არა იქ წასვლა, სადაც ფეხი უკან გრჩებოდათ, უნდა მოგეკიდათ ხელი "იმ " კონკრეტული საქმისთვის? უნდა დაჰპირებოდეთ იმას, რისი სიტყვაც მიეცით? და ასე შემდეგ, მერკურიანული საქმეების რევიზია გააკეთეთ, მოკლედ.

თუმცა ეს ეხება მხოლოდ მათ, ვისაც პირად რუკაში მერკური დირექტული ჰყავს, ვისი მერკურიც რეტროა ეს დრო შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ როგორც ტექნიკის შეძენისათვის, ისე ხელშეკრულებების გასაფორმებლად და ან სწავლის დასაწყებად. რეტროგრადული მერკურის დროს წარსულიდან ბრუნდებიან ადამიანები, რადგან ეს მართებული დროა გაფუჭებული ურთიერთობების მოსაგვარებლად; ასევე კარგი პერიოდია ძველი მეგობრების მოსანახულებლად, ურთიერთობების გასაახლებლად... ჰო, კიდევ - მერკურის უკუსვლის პერიოდი ძალიან ხელსაყრელი დროა მედიტაციებისთვის წინა ინკარნაციული გამოცდილებების გასახსენებლად. ვისაც ეს თემა გაინტერესებთ, არ გაუშვათ შესაძლებლობები..."

მიხეილ ცაგარელი:

ჩემო მეგობრებო შეგახსენებთ, რომ დღეს, 6 მარტს ახალმთვარეობაა! ეს დღე მშვიდად მართეთ და პოზიტიური შინაგანი განწყობა შეიქმენით.

დღეს არ ვარგა ხელშეკრულებების დადება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, ასევე შეიკავეთ თავი დღეს ოპერაციისგან, სხვადასხვა სახის სამკურნალო - სამედიცინო პროცედურებისგან, თუ რა თქმა უნდა, გადაუდებელი არ არის...

დღეს ძალიან კარგია ა ხ ა ლ ი საქმეების დ ა გ ე გ მ ვ ა (დაწერეთ ფურცელზე) და შემდეგი 12 დღის მანძილზე ეს გეგმა მარტივად განხორციელდება.

ნუ გადაიღლით თავს ნურც ფიზიკურად და ნურც ემოციურად...

დალიეთ ნაკურთხი წყალი, დალოცეთ შვილები, ილოცეთ ყველასთვის, გულწრფელად უსურვეთ ყველას ბედნიერება. გაუგზავნეთ სამყაროს უდიდესი სიყვარული და გადაუხადეთ მადლობა უფალს ყ ვ ე ლ ა ფ რ ი ს ა თ ვ ი ს !

გისურვებთ სიყვარულს, სულის სიმრთელეს, სიხარულს და სიკეთეს".

06-03-2019 16:21
წყარო: ambebi.ge