ხაშურში სამი ადამიანი, სავარაუდოდ, გაზით მოიწამლა

ხაშურში სამი ადამიანი, სავარაუდოდ, გაზით მოიწამლა. "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, მოქალაქეები "გორმედის" ქსელის ხაშურის კლინიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. სამივე მათგანი ერთი ოჯახის წევრია.

კლინიკაში შეყვანისას, 33 წლის ქალს, 54 წლის მამაკაცს და 83 წლის ქალს ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდათ.

ექიმების განცხადებით, ინტენსიური მკურნალობის შედეგად, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. "პაციენტების შემოყვანისთანავე დაუყოვნებლივ დაიწყო შესაბამისი მკურნალობა. ჩატარდა იმფუზიური თერაპია, ოქსიგენაცია, ამ დროისთვის სამივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და სამივე პაციენტი კლინიკიდან მალე გაეწერება", - განაცხადა "გორმედის" ქსელის ხაშურის საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა კობა გელაშვილმა.

06-03-2019 19:56
წყარო: ambebi.ge