გიორგი ქადაგიძე პროკურატურაში დაიბარეს

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" პროკურატურაში დაუდასტურეს.

ქადაგიძის დაკითხვა "თიბისი ბანკის" ირგვლივ დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პროკურატურაში ხვალ უნდა გამოცხადდეს.

თუმცა, როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ პროკურატურაში გამოკითხვაზე გამოცხადებაზე უარი განაცხადა. უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო ორგანო მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს მიმართავს, რათა დაკითხვის პროცედურა მოსამართლის თანდასწრებით წარიმართოს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ მიერ 11 წლის წინანდელ ტრანზაქციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომელიც საგამოძიებო უწყების მტკიცებით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ნიშნებს შეიცავდა.

VIDEO: გიორგი ქადაგიძე გამოკითხვაზე დაიბარეს

06-03-2019 21:24
წყარო: ambebi.ge