ყველაზე უცნაური პროდუქტები დელფი კოსმეტიქსის კოლექციიდან

ახლოვდება 8 მარტი, როცა ყველა, განურჩევლად ქალისა თუ კაცისა, ფიქრობს როგორი საჩუქარი შეურჩიოს მათთვის საყვარელ მანდილოსნებს.

ამჯერად გადავწყვიტეთ ისეთი ორიგინალური დიზაინის კოსმეტიკური საშუალებები გაგაცნოთ, რომლითაც დაუვიწყარი მომენტის შექმნა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ.

დელფის ლაქები დღეს ალბათ უკვე ყველასათვის ცნობილია, ვინაიდან მისი უნიკალური დიზაინი გულგრილს ვერავის დატოვებდა. გარდა ამისა, უმაღლესი ხარისხის, სპეციალურად დელფისთვის შექმნილი არატოქსიკური ფორმულა, მიეკუთვნება უსაფრთხოების უმაღლეს, მე-12 კლასს, რაც ნიშნავს რომ არ შეიცავს 12 იმ ქიმიურ ინგრედიენტს, რომლებიც, როგორც წესი ბაზარზე არსებული ყველა ლაქის შემადგენლობაში შედის. ამავდროულად, შენარჩუნებულია პროფესიონალური ხარისხი და ხანგრძლივი მდგრადობა.

უნივერსალური ტუჩსაცხი "მელანჟ" . იდეალურია მათთვის, ვისაც უყვარს "ომბრე" ეფექტი, ვინაიდან 1 პომადაში ერთდროულადაა განთავსებული როგორც ღია, ისე მუქი ტონალობა, რაც საშუალებას მოგცემთ ხელის ერთი მოძრაობით დააკორექტიროთ ტუჩის კონტური მუქიდან ღია შეფერილობამდე.

ღრმად დამატენიანებელი დეკოლტეს ბიფაზური გელი ხიზილალას (თეთრი ფერის) და შამპანის (ოქროსფერი) ექსტრაქტით - აღმდგენი, დამატენიანებელი და გამაახალგაზრდავებელი ეფექტით. ახალი ტექნოლოგიით დამზადებული ორფაზიანი სისტემა: ჰიალურონის მჟავას შემცველ გელში სიმეტრიულად განლაგებული ხიზილალას ექტრაქტის შემცველი კრემის სფეროსებური ბურთები. ხიზილალას ექტრაქტი მდიდარია ამინომჟავების შემცველობით და ღრმად კვებავს კანს. მოცულობა 80 მლ.

დელფის “ტანის სურნელი” - ნატურალურ ინგრედიენტებზე დამზადებული პროდუქტებია. თითოეული ბოთლი უნიკალური, ხელნაკეთი ეგზემპლარია, დიზაინის სხვადასხვა კომბინაციით, იქნება ეს ნატურალური ფოთოლი (Mystic) , ვარდის ფურცელი (Million Roses) თუ ბუნებრივი ქვები (Tomboy, Chic, Urban) რის გამოც არცერთი მათგანი მეორდება. ხაზი მოიცავს 6 სახის სრულიად განსხვავებულ სურნელს, რომელთა შორისაც თითოეულმა მანდილოსანმა უნდა იპოვოს ერთი, თავისთვის სასურველი, ყველაზე ტკბილიდან ყველაზე ცივამდე:

ტანის შუშხუნა მუსი

ამ უნიკალური მუსის დამზადების დროს გამოყენებულია სპეციალური “ემულსიური ტექნოლოგია შუშხუნის ეფექტით,” რომელიც განაპირობებს მუსში არსებული აქტიური ნივთიერებების კანის მიერ ღრმად შეწოვას. მუსი შეიცავს ლოტუსის ყვავილის ექსტრაქტს, რაც უზრუნველყოფს მის დამატენიანებელ მოქმედებას.

თუ გადაწყვიტავთ, სარვამარტოდ თქვენი საყვარელი მანდილოსანი უნიკალური, გამორჩეული და დასამახსოვრებელი უმაღლესი ხარისხის კოსმეტიკით გაახაროთ, ესტუმრეთ გალერია თბილისის -1 სართულზე არსებულ დელფის ოფიციალურ მაღაზიას ან შეუკვეთეთ ონლაინ საიტიდან : www.delfy.ge და ადრესატს თავად კომპანია მიუტანს თქვენს საჩუქარს.

NS

07-03-2019 10:35
წყარო: ambebi.ge