დღეს თბილისში ძლიერი ქარი იქნება - ნახეთ უახლოესი დღეების პროგნოზი

სინოპტიკოსების პროგნოზით, 7-დან 8 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში შესაძლებელია ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 10, +15 გრადუსი იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 9-10 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერი +15, +20 გრადუსამდე გათბება. 11 მარტს, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში იწვიმებს, მაღალ მთაში - მოთოვს.

„თბილისში 7 მარტს, დღის მეორე ნახევრიდან 8 მარტის დილამდე იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, საღამოს და ღამის საათებში იწვიმებს, ხოლო 8-11 მარტს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 7-9 მარტს +12, +14 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, 10-11 მარტს კი +17, +19 გრადუსამდე მოიმატებს“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

07-03-2019 13:01
წყარო: ambebi.ge