ზუგდიდში "ლიბერთი ბანკის" ინკასატორები შსს-ს თანამშრომელმა დააყაჩაღა - რას ამბობენ სამინისტროში?

ზუგდიდში „ლიბერთი ბანკის" ინკასატორების დაყაჩაღების ფაქტზე დაკავებული ორი პირიდან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს.

მათივე ინფორმაციით, 1964 წელს დაბადებული ო.ხ. არის ომის ვეტერანი, ის სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში რიგით პოზიციაზე 2004 წლიდან არის დასაქმებული.

ბანკის დაყაჩაღების ფაქტზე ასევე დაკავებულია 1980 წელს დაბადებული გ.ჯ. .

ორგანიზებული დაჯგუფების მიერ ჩადენილი ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და დაუფლების, ასევე ჯანმთელობის განზრახ დაზიანების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 143-ე, 236-ე, 237-ე და 118-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

07-03-2019 13:49
წყარო: ambebi.ge