"აჩიკოსთან ყოველ შეხვედრას პაემანივით ველი" - ნუცა ქავთარაძის ოჯახური იდილია

ნუცა ქავთარაძეს "მოლაპარაკე ყუთში", ტელევიზორში გამოჩენა ჯერ კიდევ მაშინ სურდა, როცა საერთოდ არ იცოდა, რას ნიშნავდა პროფესია, სახელად ჟურნალისტიკა. ახლა ის ცნობილი ტელესახეა, ტელეკომპანია "იმედში" დილის გადაცემა მიჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ თავისი საქმე ძალიან მცირე დროს უტოვებს საყვარელ ადამიანებთან საურთიერთოდ, პროფესიული არჩევანი მაინც არასოდეს უნანია. ამავე სფეროში იპოვა მეორე ნახევარიც - მსახიობი და ტელეწამყვანი აჩიკო სოლოღაშვილი, რომელთანაც უკვე 7-წლიანი ქორწინება აკავშირებს.

- ნუცა, ტელევიზიის გარდა, სხვა საქმითაც ხართ დაკავებული?

- რამდენიმე სამსახურში ვმუშაობ ერთდროულად და თითოეული ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, რაც ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა. მაქვს საკუთარი სარეკლამო ივენთკომპანიაც, რომელიც განსაკუთრებით მიყვარს.

- იმ წამყვანებს შორის ხართ, რომლებიც სილამაზით გამოირჩევიან. როგორ ზრუნავთ გარეგნობაზე?

- პირველ რიგში, დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის, ვერ ვიტყვი, რომ საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვას განსაკუთრებით დიდ დროს და ენერგიას ვანდომებ. ისე ვუვლი თავს, როგორც ყველა. ერთადერთი, რაც მინდა, რომ მოვიწესრიგო, ძილის რეჟიმია. უძილობა ყველაფერზე ძალიან ცუდად აისახება, მაგრამ ჯერჯერობით ამას ვერ ვახერხებ.

- როგორ გახსენდებათ ის დღე, როცა პირველად გამოგიტყდათ სიყვარულში აჩიკო?

- ბევრი არ უწვალია, ყველაფერი თავისთავად მოხდა. ჩვენ მივხვდით, რომ ერთმანეთთან ურთიერთობა გვაბედნეიერებდა, პირველად სიტყვა "მიყვარხარ" მესიჯით მომწერა. წაიკითხეთ სრულად

07-03-2019 14:00
წყარო: ambebi.ge