გასულ წელს მსოფლიოში 86,01 მილიონი ახალი ავტომობილი გაიყიდა

2018 წელს მსოფლიო საავტომობილო ბაზარმა პირველად 2009 წლის შემდეგ კლება განიცადა. კლების მიზეზად მსოფლიოს ანალიტიკოსები ორ უმსხვილეს ბაზარს შორის დაძაბულ სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობას ასახელებენ. კლების გარდა, ჩინეთის ბაზარზე გაურკვევლობამ თავისი შედეგი დაატყო ევროპის ბაზარსაც, რომელიც, როგორც ბრექსითის, ასევე სხვადასხვა გარემოსდაცვით რეგულაციებთანაა დაკავშირებული.

2018 წელი გამორჩეული იყო ინდოეთის პოზიციების გაძლიერებითაც, რომელიც გახდა მეოთხე საავტომობილო ბაზარი მსოფლიოში და გადაასწრო გერმანიას. წინასწარი პროგნოზით, ინდოეთის ბაზრის ზრდა გაგრძელდება და 2021 წლისთვის მას შეუძლია მესამე უსმხვილესი ბაზარი გახდეს აშშ–სა და ჩინეთის შემდეგ.

წინსვლა ფიქსირდება რუსეთშიც, რომელმაც სამხრეთ კორეას აჯობა, ხოლო არგენტინამ – თურქეთს.

ცალკეულ ბაზრებს შორის ლიდერობა შეინარჩუნა ჩინეთმა, სადაც 2019 წელს 28,08 მილიონი ავტომობილი გაიყიდა. მეორე ადგილზე იყო ევროკავშირი 17,7 მილიონით, ხოლო მესამეზე – აშშ 17,3 მილიონით. ლათინურმა ამერიკამ გადაასწრო იაპონიის ბაზარს - 5,6 და 5,2 მილიონით, შესაბამისად. იხილეთ ვრცლად

07-03-2019 15:42
წყარო: ambebi.ge