ფეხსაცმლის 6 სახეობა, რომელიც ჯანმრთელობას აზიანებს - როგორ შევარჩიოთ "ბოტასი" სირბილისთვის

წლის განმავლობაში ადამიანი, საშუალოდ, 245-292 კილომეტრს გადის ფეხით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ფეხსაცმლის სწორად შერჩევა. რა თქმა უნდა, ყველას უნდა მოდურად გამოიყურებოდეს, ხშირად ამის გამო ადამიანები არჩევენ ისეთ ფეხსაცმელს, რომელიც აზიანებს სხეულს და შესაძლოა, ჯანმრთელობასაც.

წარმოგიდგენთ რამდენიმე სახეობას, რომელმაც შეიძლება საგრნობლად დააზიანოს თქვენი სხეული და ჯანმრთელობა.

1. არასწორად შერჩეული სპორტული ფეხსაცმელი

თუ სარბენად გინდათ სპორტული ფეხსაცმელი, ის არ უნდა იყოს ძალიან მსუბუქი, რადგან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ტრავმა. თუ კვირაში 3-ჯერ მაინც ცდილობთ სირბილს, ისეთი სპორტული ფეხსაცმელი უნდა შეარჩიოთ, რომელიც ტრავმებს აგარიდებთ. ასეთ დროს ფეხსაცმლის უმთავრესი ფუნქცია ამორტიზაციაა:

საუკეთესო სპორტული ფეხსაცმელი - 100% გარანტია ხარისხზე

2. საზაფხულო ფლოსტები

თუ საზაფხულო ფლოსტები სწორად არაა შერჩეული, მაგალითად, თუ არ აქვს ფეხის ტერფის შესაბამისად ამოზნექილი და ჩაზნექილი ადგილები ანუ არის მთლიანად სწორი ზედაპირის, შეიძლება ამან გამოიწვიოს ფეხის გამრუდება და მაზოლები.

3. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი

ასეთი ფეხსაცმლის 2 საათზე დიდხანს ხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ნერვების დაზიანება. რეგულარულად მათი მოხმარება იწვევს ვარიკოზული ვენებისა და სახსრების დაავადებებს. ასევე დღის განმავლობაში მოხმარება იწვევს ზურგის ტკივილსა და ხერხემლის გამრუდებასაც, თუ ამას ყოველდღიური სახე აქვს.

4. ე.წ ბალეტკები

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მათაც შეუძლიათ თქვენი ჯანმრთელობის დაზიანება. მათ არ აქვს ტერფის სარტყელი, რომელიც ანაწილებს ფეხზე დაწოლილ წონას, ამიტომ შეიძლება მათმა მუდმივმა ხმარებამ გამოიწვიოს ფეხის შეშუპება, მუხლებისა და წელის ტკივილი.

5. სამკუთხედი ფორმის, ვიწრო ფეხსაცმელი

ასეთი ფეხსაცმლის ხმარება დამოკიდებულია ადამიანის ფეხის სისქესა და სიგანეზე, ხშირად ასეთი ფეხსაცმლის რეგულარული ხმარებისას ფეხზე ჩნდება ჰემორაგიული ბუშტუკები, რომელიც იწვევს კაპილარებისა და ნერვების დაზიანებასაც.

6. პლატფორმიანი ფეხსაცმელი

საგრძნობლად აზიანებს თქვენს ტერფებსა და ქუსლებს. ერთი შეხედვით, მარტივია მათი ტარება, მაგრამ ყოველდღიურად მათი მოხმარება აზიანებს თქვენს ჯანმრთელობას, რადგან ნაბიჯების გადადგმა ხდება მოძრაობის საწინააღმდეგოდ. ამიტომ ექიმები გირჩევენ, რომ საერთოდ არ იხმაროთ იგი.

საუკეთესო სპორტული ფეხსაცმელი - გაეცანით ფასდაკლებებს

07-03-2019 16:47
წყარო: ambebi.ge