საქმე, რომელსაც საბჭოთა კავშირი ასაიდუმლოებდა - 1942 წელს დახვრეტილი და დაპატიმრებული ქართველების სია

AMBEBI.GE ინტერესით ადევნებს თვალს მეორე მსოფლიო ომის თემაზე მომზადებული სტატიების კომენტარებს, სადაც მკითხველი უგზო-უკვლოდ დაკარგული წინაპრის, ნათესავის ან ოჯახის წევრის შესახებ გვთხოვს ინფორმაციას.

ახლახანს, ქერჩის კომისიის წევრებმა AMBEBI.GE-ს მიაწოდეს რამდენიმე ქართველი მეომრის გვარ-სახელი, რომლებიც 1942 წელს სამხედრო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით დახვრიტეს. საბჭოთა კავშირის დროს და შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში, ეს საქმე "Соверше́нно секре́тно"-ს სტატუტით ინახებოდა. გასაიდუმლოებული იყო თავად დახვრეტილთა მონაცემები. საბჭოთა ხელისუფლებამ განაჩენი გაასაიმდულოა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სტატუსი მიანიჭა.

მათ შორის არიან ის ქართველი მეომრები, რომლებიც დღემდე შინმოუსვლელად ითვლებოდნენ და ვის შესახებაც მკითხველი ინფორმაციის მოძიებას გვთხოვდა...

1941 წლის სექტემბერში ჩამოყალიბდა სათადარიგო პოლკი (ლეგიონი), რომელიც ოქტომბერში ფოთში გადაისროლეს. 1942 წლის იანვრის დასაწყისში კი, იქიდან ზღვით სიმფეროპოლში გადაიყვანეს, სადაც გერმანიის ავიაცია აქტიურად ბომბავდა საბჭოთა არმიის პოზიციებს.

"პოლკი იძულებული გახდა, რამდენჯერმე უკან დაეხია, შემდეგ ისევ ძველი პოზიციების დაკავებას ცდილობდა... როგორც ჩანს, რამდენიმე მათგანმა ბრძოლის დროს ფრონტის ხაზი დატოვა. მათგან ზოგი, სწორედ ამ დროს ბრძოლის ველზე დაიღუპა, ნაწილი კი, ვინც ცოცხალი დარჩა და გაქცევაში იყო შემჩნეული, სამხედრო ტრიბუნალმა გაასამართლა" - ამბობს კომისიის წევრი სუსანა კირაკოზიანი, რომლის ცნობითაც ჯერჯერობით არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია, სია სრულყოფილია თუ არა.

საბჭოთა ხელმძღვანელობამ მაშინ პოლკის ჯარისკაცებს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯა. საბჭოთა არმიელების ერთი ნაწილისთვის გამოტანილი განაჩენი უმაღლესი ზომის სასჯელი 1942 წლის 20 და 23 იანვარს აღასრულეს, სხვების შესახებ კი არსებობს ცნობა, რომ ისინიც დახვრიტეს, თუმცა, კონკრეტული თარიღი უცნობია. რამდენიმე მათგანს 7 და 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ ფრონტის ხაზზე ვითარების დაძაბვის გამო, იძულებული გახდნენ მათი რესურსიც გამოეყენებინათ.

1942 წელს დახვრეტილი და დაპატიმრებული ქართველების სია:

იოსებ გიორგის ძე იმერლიშვილი - დაბადებული 1907 წელს, გურჯაანის რაიონში. წოდება - ლეიტენანტი.

ავქსენტი გრიგორის ძე უთურგაიძე - დაბადებული 1912 წელს თელავის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში. სასჯელის ზომა 7 წელი.

კონსანტინე სერგეის ძე ჯოგლიძე - დაბადებული 1915 წელს სამტრედიის რაიონის სოფელ კულაშში.

შალვა ნაუმის ძე შალვანიძე - დაბადებული 1915 წელს ქალაქ ქუთაისში.

გიორგი მიხეილის ძე ძიგვაშვილი - დაბადებული 1907 წელს ვანის რაიონის სოფელ ციხელაურში.

ივანე თეოდორეს ძე ლაპიაშვილი - დაბადებული 1910 წელს, სიღნაღის რაიონის სოფელ მირზაანში. სასჯელის ზომა – 10 წელი.

გიორგი ვიქტორის ძე არსენიძე - დაბადებული 1910 წელს, წულუკიძის (დღევანდელი ხონი) რაიონში. სასჯელის ზომა 7 წელი.

თურმან მაისეის ძე შანშიაშვილი - დაბადებული 1914 წელს, სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაჩხაანში. წოდება – ლეიტენანტი. ივანე კირილეს ძე სანადირაძე, დაბადებული 19189 წელს, ვანის რაიონში. ავია-დივიზია;

შოთა ვლადიმირის ძე ფარცხალაძე - დაბადებული 1918 წელს, წულუკიძის (ხონის) რაიონში, ე.წ. სტარშინის (შეესაბამებოდა პოლკოვნიკის წოდებას) თანაშემწე.

სერგეი ანდრეის ძე მეტრეველი - დაბადებული 1912 წელს, ხაშურის რაიონში.

ზაქარია (იგივე ნიკოლაი, ასევე, კაკო) მზექალაშვილი - დაბადებული 1918 წელს, ყვარლის რაიონში.

ზაქარია, იგივე შაქრო კეგიაშვილი (ან კეტიაშვილი) ვასილის ძე - დაბადებული 1919 წელს თელავის რაიონის სოფელ ლატანში.

ვახტანგ ალექსანდრეს ძე კავთოლაშვილი - დაბადებული 1919 წელს, ქარელის რაიონი

მიტო გიგლას ძე ტაგიაშვილი - დაბადებული 1919 წელს, თელავის რაიონის სოფელ მატანში.

ვასილი ნიკოლაის ძე ბალიაშვილი - დაბადებული 1919 წელს, ქალაქ გორში. ვლადიმირ ლევანის ძე იოსებაშვილი, დაბადებული 1921 წელს, გორის რაიონის სოფელ კიცინში.

ფეიზული ხულუსოვის ძე ჩხუბაძე - დაბადებული 1916 წელს, ქედის რაიონის სოფელ ჯალბოშვილატში (?!).

ივანე პავლეს ძე მოდებაძე - დაბადებული 1911 წელს, ჭიათურის რაიონის სოფელ კოლხში.

ლევან ივანეს ძე ზაზიაშვილი - დაბადებული 1915 წელს, გურჯაანის რაიონის სოფელ ძატარში (?!).

ილია ალექსის ძე ამირეჯიბი - დაბადებული 1903 წელს, გურჯაანის სოფელ შაშიანში.

მარკ ვასილის ძე ლოსკუტოვი - დაბადებული 1923 წელს, სიღნაღის რაიონის სოფელ ულიანოვკაში. თელავის სკოლის კურსანტი. სასჯელის ზომა 10 წელი.

გიორგი სემიონის ძე იმერლიშვილი - დაბადებული 1914 წელს, ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში. წოდება – უმცროსი ლეიტენანტი.

კონსტანტინე ხიმშიაშვილი - დაბადებული 1917 წელს, ქალაქ ქუთაისში. წოდება – უმცროსი ლეიტენანტი.

დიმიტრი ისააკის ზე ბურდიაშვილი - დაბადებული 1914 წელს, ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში.

მიხეილ იასონის ძე იმერლიშვილი - დაბადებული 1913 წელს, გურჯაანის რაიონში.

ლევან ივანეს ძე თორაძე - დაბადებული 1915 წელს, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში.

რომან თედორეს ძე ბატიაშვილი - დაბადებული 1913 წელს, სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში.

07-03-2019 18:35
წყარო: ambebi.ge