"რა ვუყოთ, რომ შავი ვარ, დამწვარი ვარ მზისაგან" - ავთანდილ ხურციძე ამერიკის ციხეში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს

ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე, რომელიც აშშ-ის ციხეში 10-წლიან სასჯელს იხდის, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ციხის სავარჯიშო დარბაზში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს.

"რა ვუყოთ, რომ შავი ვარ, დამწვარი ვარ მზისაგან, მეც ხომ ადამიანი ვარ, გაჩენილი ღვთისაგან" - წერს ხურციძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე აშშ-ში 2017 წლის 8 ივნისს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სხვა პირებთან ერთად დააკავეს. ქართველი მოკრივე ნიუ-იორკის სასამართლომ რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრად ცნო და სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაათვალიერეთ ფოტოები

07-03-2019 19:03
წყარო: ambebi.ge