დასაქმების ღონისძიება "დაასაქმე სმარტსტუდენტი" ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში

მსხვილი საერთაშორისო და ქართული ბრენდები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტების დასაქმების მასშტაბურ პროექტში ჩაერთნენ. პროექტის "დაასაქმე სმარტსტუდენტი" პრეზენტაცია დღეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიმართა.

დასაქმების პროექტში მსოფლიოს წამყვანი ბრენდები ტექნოლოგიებისა და ბიზნესის მიმართულებით არიან ჩართულები. მასში გაწევრიანება კი ყველა სხარტ და ინოვაციური იდეების მქონე სტუდენტს შეუძლია. სწორედ ამ სმარტსტუდენტებს უამრავი ორგანიზაცია საკუთარ კომპანიაში მიმდინარე პროცესების ციფრულ ტრანსფორმაციაში ჩართავს.

ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი გამორჩეულ ადგილს იკავებს სტუდენდების დასაქმებისა და სტუდენტების მიერ შექმნილი ტექნოლოგიური და კომერციულად საინტერესო სტარტაპების სიმრავლით. შესაბამისად, სხვადასხვა მასშტაბისა და მიმართულების კომპანიებისთვის ამ სტუდენტების დასაქმება და მათ მიერ ინოვაციური პროცესების დანერგვა საინტერესო გამოწვევაა.

როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი ნინო ენუქიძე განმარტავს, მათთვის სტუდენტების დასაქმება და პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის დანრეგვა ნომერ პირველი პრიორიტეტია. მისივე განმარტებით, სწორედ სწავლისა და მუშაობის ინტეგრაცია გვაძლევს მაღალკვალიფიცურ კადრს. სწორედ ამიტომ აქცევენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დასაქმებას ასეთ დიდ ყურადღებას.

ამ ეტაპზე სმარტსტუდენტების დამსაქმებლებე შორის არიან: PSP, Muk, GMA Georgia, Sky Hi, Mccann, Spectre, mercedes benz, Biblus, Palitra L, Greennet, UGT, BOG, Nordic, Beta solution, BDO, Evex, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, West Invest.

სტუდენტები დასაქმდებიან სხვადასხვა დეპარტამენტებში: ფინანსები, მარკეტინგი, ოპერაციები, ლოჯისტიკა, ადმინისტრაცია და სხვა, სადაც ყოველდღიურად შესასრულებელი სამუშაოს პარალელურად მოახდენენ პროცესების სკანირებას და მათი შესრულებისთვის ყველაზე ინოვაციური, ეფექტიანი და მაღალტექნოლოგიური მეთოდების შეთავაზებას მენეჯმენტისთვის. ორგანიზაციების და მათ მიერ შეთავაზებული სამუშაო პოზიციების ჩამონათვალი სისტემატიურად იზრდება და გამართული პრეზენტაციის ფარგლებში BTU-მ ყველა დეტალი წარუდგენა სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს.

ღონისძიება კი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ყოველსემესტრულად ტარდება.

07-03-2019 20:35
წყარო: ambebi.ge