14 წლის ნინო გოგოხიას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

14 წლის ნინო გოგოხიას, რომელსაც ლეიკემია დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. ინფორმაციას სოციალური ქსელით გოგონას ოჯახის ახლობლები ავრცელებენ.

"მეგობრებო, როგორც არასდროს და არავის, ისე სჭირდება ნინო გოგოხიას ჩვენი დახმარება, მას ლეიკემია დაუდგინეს და საქართველოში დაიწყო მკურნალობა, მაგრამ როგორც ყველას, ისევე ნინოს დასჭირდა საზღვარგარეთ მკურნალობა. დაჩქარებული წესით დედამ გადაიყვანა საფრანგეთში და მკურნალობაც დაიწყო, მაგრამ ყველაფერი საშინლად განვითარდა და ნანას უთხრეს, რომ მის შვილს მხოლოდ რამდენიმე თვის სიცოცხლე დარჩა, ამიტომ ის სახლში უნდა წაეყვანათ. დედამ ექიმებს საცდელი მკურნალობა შესთავაზა, მაგრამ ამაზეც უარი უთხრეს. სამწუხაროდ, ისინი საქართველოში დაბრუნდნენ, მაგრამ ნანამ სხვა გზების გამოძებნა დაიწყო, გააგზავნა ამერიკაში ანალიზები და მიიღო თანხმობა ბავშვის ამერიკაში მკურნალობაზე. ეხლა მთავარი პრობლემის წინაშე დგანან და ეს პრობლემა ფულია. უნდა შეგროვდეს 10 000 $ ოჯახმა გაყიდა მიწის ნაკვეთი და 5000 დოლარი აქვთ. ასე რომ 5000 უნდა შევაგროვოთ. გთხოვთ ყველას დავეხმაროთ და გადავარჩინოთ ნინო, მას ძალიან უნდა სიცოცხლე" - ნათქვამია ინფორმაციაში.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ "თიბისი ბანკის" ანგარიშის ნომერზე: GE76TB7008445061100065; მიმღები ემირ გოგოხია

07-03-2019 21:40
წყარო: ambebi.ge