ლეონარდო დიკაპრიო 23 წლით უმცროს შეყვარებულთან ერთად სეირნობისას გადაიღეს

ლეონარდო დიკაპრიო და კამილა მორონე უკვე თითქმის 1 წელია ერთად არიან, თუმცა ურთიერთობას საზოგადოებისგან მაქსიმალურად მალავენ.

მსახიობი საყვარელ ქალთან ერთად პაპარაცებმა ქუჩაში გუშინ გადაიღეს, ლეო ცდილობდა, კაპიუშონითა და კეპით ხალხისთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყო, თუმცა რთულია, ფოტორეპორტიორებს დაემალო.

44 წლის ოსკაროსანი მსახიობი 21 წლის კამილასთან ერთად ხელჩაკიდებული დადიოდა მაღაზიიდან მაღაზიაში.

მორონე ალ პაჩინოს გერია. დიკაპრიოსთან ერთად პირველად ის გასული წლის აპრილში დააფიქსირეს, ფესტივალზე „კოაჩელა“ გრძნობებს არ მალავდნენ, ერთი კვირის შემდეგ კი დიკაპრიომ კამილა ეგზოტიკურ კუნძულზე წაიყვანა დასასვენებლად, სადაც მათთან ერთად მეგობრები და ლეონარდოს დედაც იმყოფებოდა.

08-03-2019 10:48
წყარო: ambebi.ge