პირველი კადრები გლდანიდან, სადაც ცოტა ხნის წინ "საქართველოს ბანკი" დააყაჩაღეს

თვითმხილველების ინფორმაციით, გლდანში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში რამდენიმე პირი შეიჭრა, რის შემდეგაც ცეცხლი გახსნეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველმა მიაწოდა.

ადგილზე მყოფი პირის ინფორმაციით, ბანკში რამდენიმე პირი შეიჭრა, საპატრულო პოლიციის ადგილზე მისვლის შემდეგ კი მათ სამართალდამცავების მისამართით ცეცხლი გახსნეს.

„ისმოდა სროლის ხმა. დაცხრილულია პოლიციის მანქანა“, - აცხადებს თვითმხილველი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად არავინ დაშავებულა.

„იყო ყაჩაღობა. მოხდა გასროლა, არავინ დაშავებულა“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში, თუმცა უწყებაში სხვა კომენტარი ამ ეტაპზე არ კეთდება.

შემთხვევა გლდანის მე-6 მიკრორაიონში, რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

ფოტოები: გიორგი ჟამერაშვილი

08-03-2019 11:45
წყარო: ambebi.ge