შსს-ს განცხადება "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმასთან დაკავშირებით

შსს გლდანში, „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო გლდანში, „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„თბილისში, გლდანში მე-6 მ/რ-ში "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალზე დღეს მომხდარი თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე არ დასტურდება ბანკიდან ფულის გატაცების ფაქტი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სიახლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა), 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მუხლებით დაიწყო.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ პოლიციის შესახამისი დანაყოფები, ექსპერტ-კრიმინალისტები, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები“, - აცხადებენ შსს-ში.

08-03-2019 12:41
წყარო: ambebi.ge