გასაოცარი ქართველი ქალები - ერთ წიგნში მოქცეული შთამბეჭდავი ისტორიები

ყველა გოგონა რაღაც ოცნებით იზრდება. მთავარია დაიჯერონ რომ მათ შეუძლიათ იყვნენ წარმატებულები და აისრულონ ოცნებები თანაბარი შესაძლებლობებით.

„პალიტრა მედია ჰოლდინგი“ საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ყოველთვის ზრუნავს რომ წიგნი ახლოს იყოს მკითხველთან. პროექტი - „გასაოცარი ქართველი ქალები“ მიზნად ისახავს მოზარდების რეალური გმირებით ინსპირაციას.

კომპანიამ გამომცემლობა „პალიტრა L-თან“ თანამშრომლობით დაიწყო მუშაობა წიგნზე, სადაც მოქცეული იქნება შთამბეჭდავი ისტორიები ძლიერი ქართველი ქალების შესახებ, რადგან გვყავდა და გვყავს მოღვაწეები, რომლეთა ღვაწლი და კვალი განუზომელი მნიშვნელობისაა. ქალების შესაძლებლობებს არ აქვს საზღვარი. ეს წიგნი კი ამის ნათელი დასტური იქნება.

ილუსტრირებულ გამოცემას მკითხველი პირველად შემოდგომაზე გაეცნობა, თუმცა მანამდე იგეგმება სხვადასხვა აქტივობა, რომლებიც ქართული საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე იქნება მომართული.

08-03-2019 12:46
წყარო: ambebi.ge