"როდესაც ბიზნესს ვიწყებდი..." -  როგორია საქართველოში ქალებისთვის ბიზნესის კეთება

საქართველოში ბიზნესსექტორში ქალების ჩართულობა მამაკაცების წილს ბევრად ჩამორჩება.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს და საერთაშორისო დღის წესრიგის მთავარი შემადგენელი ნაწილია.

საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს სტერეოტიპული შეხედებულება და სფეროების დაყოფა ქალისა და მამაკაცის საქმედ. ამ სტერეოტიპს დღეს ბევრი ქართველი ქალი არღვევს და ბიზნეს ისეთ სფეროში იწყებს, სადაც მამაკაცები დომინირებენ.

„ბიზნესპრენიუსი“ დაინტერესდა, რთულია თუ მარტივი საქართველოში ქალისთვის ბიზნესის კეთება.

ნათია მეფარიშვილი საქართველოში მეწარმე ქალთა საბჭოს თავმჯდომარე:

„საქართველოში ქალი მეწარმეები ძირითადად წარმოდგენენ მიკრო, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს. სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, ქალები უმეტესად თვითდასაქმებულები არიან, შესაბამისად ირგებენ ინდ. მეწარმისა და მიკრო მეწარმის სტატუსს. მომრავლდნენ ქალი სტარტაპერები, რაც ძალიან სასიხარულოა, რომლებიც ცდილობენ თავიანთი იდეა ბიზნესად აქციონ და შემდეგ განავითარონ. თუმცა, როგორც მოგეხსენებათ განვითარებისთვის ქალებისთვის ფინანსებზე მეტი ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია.

ქალებისთვის, რომ უფრო რთულია ბიზნესის კეთება, ამაზე მთელი თანამედროვე სამყარო საუბრობს, კერძოთ, ევროკავშირი სხვადასხვა პროექტებისა და პროგრამების საშუალებით ცდილობს ქალთა როლის ეკონომიკაში გაძლიერებაზე. უფრო მეტიც, როდესაც ხდება ქვეყნების შეფასება, ეკონომიკური თუ სხვა განვითარების მაჩვენებლებით, ქვეყნისთვის ადგილის მინიჭებისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს ინდიკატორის თანახმად “ქალებს ბიზნესში” წარმოადგენს. ინდიკატორის მინიჭებისას მნიშვნელოვანია, რომ ქალი თავად იყოს დამფუძნებელი და თავადვე მართავდეს კომპანიას. ჩვენ არ გაგვაჩნია მეწარმე ქალთა რეესტრი, რაც ნიშნავს, რომ ქალთა ინდიკატორის ეს ნაწილი, სადაც საჭიროა სტატისტიკური ინფორმაცია, ვერ ვაკმაყოფილებთ. ეს სტატისტიკური ინფორმაცია მნიშვნელოვანია დონორებთან მიმართებაში და ასევე საჯარო სექტორთან ინიციატივების მხარდასაჭერად, სხვადასხვა ქალებისთვის პროგრამების გააქტიურებისათვის. უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვა, ჩვენი სოციუმიდან გამომდინარე მრავალი შემთხვევაა, როდესაც კომპანია რეგისტრირებულია ქალზე, თუმცა მხოლოდ ფიქტიურად.

მნიშვნელოვან ბარიერებს ჰქმნის სტერეოტიპები (ქალებისთვის ე.წ ტიპიურ, ბიზნესად მოაზრებული სფეროები), გარემო-იფრასტრუქტურა, სამეწარმეო უნარების ნაკლებობა, ფინანსებზე წვდომის ეფექტიანობა. ის რომ, ქალებმა ფეხი მოიკიდეს მეღვინეობაში, მეფუტკრეობაში, ენერგეტიკასა და ლოჯისტიკაში მიგვანიშნებს ქართველ ქალთა გამბედაობაზე ბიზნესში. ქალები თანდათან სცდებიან ე.წ ტრადიციულ სფეროებში საქმიანობას და ირჩევენ კონკურენტულ სექტორებს.

მე ვურჩევდი ყველა დამწყებ მეწარმე ქალს და თუ ჯერ არ არის რომელიმე დარგობრივი ასოციაციის წევრი, აუცილებლად მოიძიოს სასურველი და გახდეს წევრი. ესეთი კავშირები ნიშნავს იყო ეპიცენტრში და ჩაერთო სხვადასხვა ინიციატივებსა თუ აქტივობებში“. წაიკითხეთ სრულად

08-03-2019 13:52
წყარო: ambebi.ge