"სამწუხაროდ, ჩემი შვილის ცხოვრება არ გაგრძელდა ისე, როგორც მეგონა" - როგორ ცხოვრობს 9 აპრილის გმირი ლელა ვეფხვაძე

ლელა ვეფხვაძე ზოგისთვის 9 აპრილთან ასოცირდება, ზოგს კი უფრო მეტროსადგურებიდან ახსოვს, სადაც დღესაც მღერის. 9 აპრილის შემდეგ მის ცხოვრებაში ბევრი რთული მომენტები იყო. ის საკუთარ ყოველდღიურობასა და მოგონებებზე გვიყვება:

- როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება 9 აპრილის შემდეგ, როგორია თქვენი ყოველდღიურობა?

- ყოველდღიურობა საკმაოდ ცუდია. მიწევს მეტროში სიმღერა. ძირითადი შემოსავალი მაინც ეს არის ჩემი, მიუხედავად იმისა, რომ ვარ პენსიონერი და მაქვს პენსია. მეუღლე გარდამეცვალა უკვე 2 წელია და საკმაოდ დიდი ვალები დამრჩა. იძულებული ვარ, მეტროში ვიმღერო და ამით ვარჩინო ოჯახი. ოჯახში ვართ მე, ჩემი გოგონა, შვილიშვილი და დედა მყავს ჩემთან კიდევ. პირად ცხოვრებაში, უარყოფითისკენ შეიცვალა ყოფა, დადებითად არაფერი. არც საქართველოში ვიცი რამდენად დადებითად შეიცვალა მდგომარეობა, იმიტომ, რომ, ჩემი სუბიექტური აზრია, უფრო გაუჭირდათ ადამიანებს, ვიდრე უჭირდათ, თუმცა ჩვენ რა მიზანიც გვქონდა იქ დგომის, რომ საქართველო ყოფილიყო დამოუკიდებელი, ვფიქრობ, მიღწეულია. ყოველ შემთვევაში, ისეთი შეზღუდულები არ ვართ, როგორც ვიყავით საბჭოთა კავშირის პერიოდში.

- როდესაც გიწევთ ადამიანებთან ურთიერთობა, თუ გრძნობთ დაფასებასა და სიყვარულს?

- კი, ნამდვილად. რომ არა ასეთი ადამიანები, ბევრ რამეს ვერ შევძლებდი. მე ვერ ვიტყვი, რომ უარყოფითი დამოკიდებულება არ მხვდება-თქო, მოვიტყუები, მაგრამ ზოგადად უმეტესობა საკმაოდ დადებითადაა განწყობილი ჩემ

მიმართ. ვფიქრობ, ახსოვთ მათ 9 აპრილი და მე იმ დღესთან ვასოცირდები. მგონია, რომ არც ისე ცუდად ვმღერი - ესეც არის, მაგრამ 9 აპრილის ფაქტორი მაინც თამაშობს დიდი როლს. მე ძალიან მიკვირს, მაგრამ ახალგაზრდებში საკმაოდ დადებითი განწყობაა და მადლობა მათ ამისთვის და საერთოდ, მადლობა ყველა იმ მგზავრს, რომელიც მგზავრობს მეტროთი და მიტანს მე ჩემი დინამიკით. წაიკითხეთ სრულად

08-03-2019 14:23
წყარო: ambebi.ge