მთაწმინდაზე "გრიშა კაკაჩიას" სახლი იყიდება - მისი ფასი 3 მლნ ლარზე მეტია (ფოტოები)

თბილისში, ვერაზე იყიდება სახლი, რომლის ფასიც 1 300 000 დოლარია (3 494 140 ლარი). როგორც SS.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახლში არის 10 ოთახი, მათ შორის 6 საძინებელი. ეზოს ფართი კი 500კვ. მეტრია.

ამასთან, როგორც განცხადებაშია მითითებული, სამსართულიანი სახლი მთაწმინდის ფერდობზე მდებარეობს, საიდანაც მთელი თბილისის ხედი მოჩანს...

ფოტოებს თუ კარგად დააკვირდებით, ერთ საინტერესო ამბავს აღმოაჩენთ - გასაყიდად გამოტანილი სახლი "ჩემი ცოლის დაქალების" ცნობილი გმირის "გრიშა კაკაჩიას" სახლია. სწორედ აქ არის გადაღებული ცნობილი სერიალის რამდენიმე სეზონი და ამ ინტერიერშიც ხშირად ვხედავდით ოდიოზურ და უგემოვნო ბიზნესმენს.

უცნობია, ამ სახლის გაყიდვის შემთხვევაში "გრიშა კაკაჩია" სერიალში საცხოვრებელს შეიცვლის, თუ სახლის ახალი პატრონიც დართავს ნებას "ჩემი ცოლის დაქალების" გადამღებ ჯგუფს სახლი გადასაღებ მოედნად აქციოს...

დაათვალიერეთ 3-მილიონიანი სახლის მეტი ფოტო

08-03-2019 17:20
წყარო: ambebi.ge