"მე და ჩემს ქმარს ერთად დამსხდარს დაგვინახავს, აუცილებლად შუაში უნდა ჩაგვიჯდეს" - როგორ ანებრივრებს სალომე შარვაძე ოჯახის ოთხფეხა წევრს

მსახიობ სალომე შარვაძის პერსონაჟის ბედი ცნობილი სერიალიდან ბევრს აინტერესებს და ამის გამო ბოლო დროს დიდი პოპულარობით სარგებლობს. ქეთის როლმა მსახიობს დიდი წარმატება მოუტანა. ეს ყველაფერი სალომეს სიამოვნებს, რადგან უყვარს თავისი პროფესია და კიდევ ცხოველები. შინ უკვე წლებია, ულამაზესი ჰასკი (ლაიკა) ჯესიკა ჰყავს, რომელსაც არა მარტო სალომე, მთელი მისი ოჯახი ანებივრებს.

სალომე შარვაძე:

- ჩვენს ძაღლს პასპორტში ლაიკა-ჰასკი უწერია. პასპორტიანი გოგოა, დადის აცრებზე, ექიმთან, სალონში... ჯესიკა ძალიან თბილი ძაღლია, ერთგული. საერთოდ, ამ ჯიშის ძაღლი ასეთია და არც ეს არის გამორჩეული. ცელქიც არის და საოცრად გონიერიც, მაგალითად, კარს თავისით აღებს. ახალი წლის ღამეს ემოციური მომენტები აქვს, ფეიერვერკების აფეთქებას ძალიან განიცდის და ამ დროს ყურადღებას არ ვაკლებთ, რომ მეტად არ შეეშინდეს. ძალიან უყვარს ეზოში ორმოების თხრა. თავისი ორმოები აქვს, სადაც ჩადის და მხოლოდ კუდი უჩანს ხოლმე. ორმოები სახლზე მეტად უყვარს. ჯიუტი და ცელქი ჯესიკა სექტემბერში 3 წლის გახდება.

- თქვენს ოჯახში როგორ აღმოჩნდა?

- ჩემს შვილს, მართას, ძალიან უნდოდა ოთხფეხა მეგობარი ჰყოლოდა და გადავწყვიტეთ, პატარა ცუგა შეგვეძინა, გვინდოდა ადვილად მოსავლელი ყოფილიყო. სანახავად რომ წავედით, მართამ ამას მოჰკიდა ხელი და აღარც გაუშვია. ჯესიკა მაშინ ერთი თვის ლეკვი იყო. რომ ვაბანავებდით, პირსახოცში ვახვევდით, მერე ფენით ვაშრობდით. ისე, ორივე უყვარს - ბანაობაც და ფენით გაშრობაც. მოკლედ, მისით ლეკვობიდან ვერთობოდით, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ძაღლის და საერთოდ, შინაური ცხოველის მოყვანა სახლში საპასუხისმგებლო რამ არის. თუ არა გაქვს ეს გაცნობიერებული, არ უნდა მოიყვანო. დიდ ყურადღებასა და სითბოს მოითხოვენ. ცოცხალი არსებები არიან და მათ წინაშე, როგორც ადამიანების წინაშე, პასუხს ვაგებთ.

ისეთი ცელქია, სულ ყურადღება უნდა. ერთხელ ეზოში რაღაც მცენარეები შეჭამა და ისე ცუდად გახდა, ერთ კვირას გადასხმებს ვუკეთებდით. მაშინ ერთი წლის იყო. ასე რომ, შინ ოთხფეხას ყოლა სანერვიულოა. როგორც შვილს უნდა აღზრდა, ყურადღება, ისე შინაურ ცხოველსაც.

- ესე იგი, ჯესიკა თქვენი ოჯახის სრულფასოვანი წევრია.

- კი, ასეა. ერთ ამბავს მოგიყვებით: ახალ წლამდე 4 დღით ადრე დავკარგეთ. ამ ჯიშს უყვარს სახლიდან გავარდნა, ამიტომ ლაიკის პატრონები ყურადღებით უნდა ვიყოთ. ჩანს, ახალი წლის წინა დღეებში აფეთქების ხმამ შეაშინა. ისე ვინერვიულე, ახალი წელი რომ მოდიოდა, ვერც კი ვგრძნობდი და აღარც მიხაროდა. ახალ წლამდე 2 საათით ადრე დამიკავშირდნენ, ვიპოვეთო. შეშინებული, დაბნეული და მშიერი იყო - როგორც ჩანს, თვითონაც განიცდიდა, რომ ვერ გვხედავდა... კერძო სახლში ვცხოვრობთ, როგორ გავიდა ეზოდან, გადაფრინდა თუ რა მოხდა, არ ვიცი. სად იყო, სად იარა, არავინ იცის. ისეთი საყელური ეკეთა, მიხვდნენ, რომ დაკარგული იყო. მის პოვნაში სოციალური მედია ძალიან დამეხმარა. ბევრი ჯგუფია შინაური ცხოველების პატრონებისთვის, იქაც გამოვაქვეყნეთ, პოლიციაშიც განვაცხადეთ. უამრავი ადამიანი ჩაერთო საქმეში, ყველა ცდილობდა, დამხმარებოდა. მაშინ შევიტყვე, რომ თურმე უამრავი ძაღლი იკარგება...წაიკითხეთ სრულად

08-03-2019 19:11
წყარო: ambebi.ge