"ქალი მე ვიცი კუხნაში"-მ დამღუპა" - ნუკი კოშკელიშვილი ამხელს დიეტას, რომლითაც ორსულობის შემდეგ დაიკლო

მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ათი თვის ბიჭის დედაა. მან 27 ივნისს, აშშ-ში გააჩინა ოლივერ ნიკოლასი. მოდელი "ინსტაგრამზე" წერს, რომ შვილი ბუნებრივ კვებაზე ჰყავს და როგორც ამბობს, ორსულობის დროს მომატებული კილოგრამების დაკლება ძალიან გაუჭირდა.

კოშკელიშვილი ფორმაში ჩადგომას ზაფხულში გეგმავს, როცა შვილს ბუნებრივ კვებას შეუწყვეტს, იქამდე კი იმ დიეტას უმხელს "ინსტაგრამის" გამომწერებს, რომლითაც ძირითადი წონა დააგდო:

"ქალი მე ვიცი კუხნაში"-მ დამღუპა. სულ მშია. რომ გავაჩინე ბავშვი, მითხრეს, ძუძუზე თუ გეყოლება ძალიან მალე დაიკლებო, რომ ვკითხულობდი სხვადასხვა სტატიებს, ზუსტად ასე ვიცოდი. გასაკვირია არ დაიკლო, ერთი დღის მანძილზე ბავშვის ჭმევისას დედის ორგანიზმი ხარჯავს 700 კილოკალორიას. მაგრამ რომ ვაჭამე ერთი თვე, მერე მეორე და ვერაფრით დავიკელი, დავიწყე დიეტა და მერეც ვერ ვიკლებდი. კიდევ ვიკითხე და აღმოჩნდა, რომ არიან ქალები ვინც ბუნებრივ კვებას აძლევს ბავშვს, იყინება ამ ერთ წონაზე და ვერაფრით ვერ იკლებს. მე ვარ ეგ ქალი...

ძალიან დამტანჯა ამ დიეტობანამ და რაც მთავარია უშედეგოდ, ამიტომ მგონი მოვეშვი და ეგ არის. ივნისში შევუწყვიტავ და მერე გავაგრძელებ, აგერ ნახავთ რა გოგო ვიქნები... მანამდე აქ დაგიწერთ დიეტას, რომელმაც განსხვავებით ყველა სხვა მცდელობისგან, ძირითადი წონა მაინც დამაგდებინა.

დილა - 100 გრ ყველი, კიტრი, პომიდორი

შუადღე - ორი მოხარშული კალმახი, კიტრი, პომიდორი და ბულგარული წიწაკა (თუ თევზი არ გიყვართ მაშინ ქათმის ფილე მოხარშული)

საღამო - 200 გრამი ხაჭო, კიტრი და ერთი ჭიქა კეფირი. წარმატებები!

ამ ფოტოს ავტორია ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფოტოგრაფი Nini Ninuca Photography ამ გოგოსთან მუშაობა არის ერთი დიდი ბედნიერება!" - წერს კოშკელიშვილი.

09-03-2019 10:49
წყარო: ambebi.ge