როგორ მიულოცა ბერა ივანიშვილმა ორ საყვარელ ქალს 8 მარტი

რეპერი ბერა ივანიშვილი "ინსტაგრამზე" დედასთან და მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და ქალებს 8 მარტს ულოცავს.

"ქალი, რომელმაც მომავლინა ამ სამყაროში და ქალი, რომელმაც ეს სამყარო უკეთესი გახადა... მთელი გულით გილოცავთ ქალთა დღეს!" - წერს ყოფილი პრემიერის ვაჟი "ინსტაგრამის" პირად გვერდზე და დედასთან - ეკატერინე ხვედელიძესთან და მეუღლესთან, ნანუკა გუდავაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

აღსანიშნავია რომ, ბერამ და ნანუკამ ოფიციალური ქორწინება რამდენიმე დღის წინ გააფორმეს - წყვილმა 5 მარტს მოაწერა ხელი. ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის გახმაურებული ქორწილი და ჯვრისწერა ნოემბერში შედგა, თუმცა ხელმოწერის ცერემონია ახლახანს გაიმართა და იგი წყვილმა ვიწრო წრეში აღნიშნა.

ბერამ და ნანუკამ "ინსტაგრამის" პირად გვერდებზე ხელმოწერის ცერემონიის ფოტოებიც გაავრცელეს. ფოტოებზე ბერა ივანიშვილი კლასიკურ კოსტუმშია გამოწყობილი, ნანუკა გუდავაძეს კი ჰაეროვანი, ულამაზესი ვარდისფერი კაბა აცვია. ფოტოები სავარაუდოდ, ივანიშვილების რეზიდენციის ეზოშია გადაღებული.

09-03-2019 11:38
წყარო: ambebi.ge