რატომ გვერევა ალერგია სურდოში და როდის შეიძლება გახდეს საჭირო ოპერაციული ჩარევა

გაზაფხული დგება და ბევრ ადამიანში თავს იჩენს ისეთი დაავადება, როგორიცაა ალერგია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ალერგიული რეაქცია შესაძლოა, ყოველ მე-10 ადამიანს ჰქონდეს, ხოლო პაციენტების ნაწილს იგი არა ბავშვობიდან, არამედ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზეც უვითარდება.

ალერგიული რინიტები ჯანმრთელობის გლობალურ პრობლემას წარმოადგენს, რომელიც ავადობისა და უუნარობის გამომწვევი ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია და მსოფლიოს ყველა ქვეყნის, ყველა ეთნიკური ჯგუფისა თუ ასაკის პაციენტებში გვხვდება.

მართალია, ალერგიული რინიტები, ჩვეულებრივ, მძიმე დაავადებებს არ მიეკუთვნება, მაგრამ ცვლის პაციენტთა სოციალურ ყოფას, იწვევს ძილის დარღვევებს, გავლენას ახდენს სასკოლო საქმიანობასა თუ მუშაობის ხარისხზე. გარდა ამისა, რინიტებით გამოწვეული ხარჯებიც მნიშვნელოვანია.

ალერგიული რინიტის მიზეზებსა და რეკომენდაციებზე AMBEBI.GE-ს ოტორინოლარინგოლოგი ხათუნა ჩიტაძე ესაუბრება:

"ალერგიული რეაქციების გააქტიურების რამდენიმე მიზეზი არსებობს:

თუმცა, ხშირად ალერგიული შეტევა შესაძლოა სურდოში აგვერიოს: ალერგიული რეაქციებიდან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა ალერგიული რინიტია, რომელიც გაზაფხული-შემოდგომის პერიოდში მწვავდება. სტატისტიკურადაც, სწორედ ალერგიულ რინიტს უკავია პირველი ადგილი ალერგიულ გამოვლინებებს შორის.

რინიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია: ცემინება; ცრემლდენა; ცხვირით სუნთქვის გაძნელება; გაჭედილობის შეგრძნება; ცხვირიდან გამონადენი (უმეტესად - ცხვირ-ხახაში ჩანადენის სახით); ყელში ქავილის შეგრძნება; თვალების ქავილი, ცრემლდენა; ყნოსვის დაკარგვა.

ალერგიული რინიტის დროს, როგორც წესი, აღნიშნული სიმპტომიდან ვლინდება ორი ან სამი ჩივილი. ცხვირით სუნთქვა თანდათანობით ძნელდება და შესაძლოა, ძალიან გართულდეს, გახდეს, რაც ხშირად პაციენტისათვის ძლიერი სტრესის მიზეზიც ხდება.

თუ ადამიანმა იცის ალერგიული რინიტის გამომწვევი მიზეზი, თავი უნდა აარიდოს მას, თუმცა უმრავლეს შემთხვევებში, ეს შეუძლებელია, ვინაიდან აღნიშნული ფაქტორების გვერდის ავლა გულისხმობს: საცხოვრებელი გარემოს შეცვლას, ყოველდღიური ყოფის გამოცვლას. და ა.შ.

თუმცა, არის რამდენიმე რეკომენდაცია:

- როგორ ვიქცევით ალერგიული რინიტის დროს?

- აუცილებელია ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია, რის საფუძველზეც, დაზუსტდება აღნიშნული პრობლემა მედიკამენტოზური მკურნალობის საფუძველზე მოგვარდება თუ პაციენტისთვის სასურველი ეფექტის მისაღებად საჭირო იქნება ქირურგიული ჩარევა.

ალერგიული რინიტის დროს, როგორც წესი, ობიექტურად იცვლება ცხვირის ორივე სავალში ცხვირის ნიჟარების მოცულობა და ვითარდება ნიჟარების ჰიპერტროფია. თუ პრობლემა მოიცავს რამდენიმე წელს, ცხვირის ქვედა ნიჟარები მოცულობაში იმდენად იზრდება, რომ შეუძლებელი ხდება მათი შეჭმუხვნა მედიკამენტოზური მკურნალობის საფუძველზე. დაგვიანებულ მკურნალობას ხშირად მივყავართ ოპერაციულ ჩარევამდე, თვითმკურნალობას კი სავალალო შედეგებამდე. სწორი სუნთქვის აღდგენის მიზნით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის სწორი ტაქტიკის შერჩევას, რაც ოტორინოლარინგოლოგის კომპეტენციაა.

09-03-2019 13:34
წყარო: ambebi.ge