"ახლა იმ ადამიანთან ერთად ვარ, რომელიც თავიდან ბოლომდე "მერგება" - რატომ დაასრულა 12-წლიანი ცოლ-ქმრული ურთიერთობა ნუკა კვალიაშვილმა

ახალგაზრდა მომღერალი - ნუკა კვალიაშვილი რეალისტია და როგორც ამბობს, ფაქტებზე დაყრდნობით ცხოვრობს. ფუჭად საუბარი არ სჩვევია: მომღერლის კარიერასთან დაკავშირებული გეგმების შესახებ დეტალურად არაფერი უთქვამს, თუმცა აღნიშნა, რომ დიდ სცენაზე მალე ვიხილავთ. სამაგიეროდ, გულახდილად გვესაუბრა პირად ცხოვრებაზე, წარსულზე, ცხოვრებისეულ გამოცდებზე...

- იმაზე ბევრად უკეთ ვარ, ვიდრე აქამდე ვიყავი. ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ მოხდა - ცუდით დაწყებული, კარგით გაგრძელებული. ახლა ყველაფერი ისეა, როგორც დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყო. ამისთვის მადლიერი ვარ ღმერთის და სამყაროსი.

- რა არის მიზეზი, რის გამოც დიდი ხანია, ფართო საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილხარ?

- შვილების მიმართ ჩემი პასუხისმგებლობა, რომელიც ყველასა და ყველაფერზე წინ დგას. მხოლოდ დედა (რომელიც ჯანმრთელობის მხრივ, სუსტად არის) და ძიძა მყავს, ვინც შვილების გაზრდაში მეხმარებიან. თუ საქმე მაქვს და ბავშვების დატოვება მჭირდება, მხოლოდ ამ 2 ადამიანის იმედი შემიძლია მქონდეს, ანუ ისეთი ხელშეწყობა არ მაქვს, როგორიც კარიერული ზრდისთვისაა საჭირო. ბევრი ნიუანსი არსებობს, რაც მაფერხებს, მაგრამ რეალურად, ისე თუ მოვინდომე, როგორც საჭიროა, აუცილებლად გავაკეთებ იმას, რასაც ვამბობ. ჩემს სიტყვას, საკუთარ თავს დიდ პატივს ვცემ.

- როგორ ფიქრობ, ძლიერი ქალი ხარ?

- ვარ. იმდენი რამ გამოვიარე, რაც ადამიანს ფსიქოლოგიურად, მორალურად და სულიერად ავითარებს, რომ ახლა თავად ვეხმარები იმათ, ვინც კრიზისულ მდგომარეობაშია. ასეთი ძლიერი პიროვნება კონკრეტულად რამ გამხადა, ამაზე საუბარს არ ვაპირებ, რადგან მიმაჩნია - ჩემთვის უმნიშვნელოვანესი პირადი პრობლემებისა და გამოცდილების ისე გამოფენა აუცილებელი არ არის, რომ ყველასთვის გასაგები, განსახილველი და სალაპარაკო გახდეს.

- ყველაზე დიდი სირთულე, რაც ცხოვრებაში შეგქმნია, რა იყო?..

- ცხოვრებაში იმდენი სირთულე შემხვედრია, რომ ვერ ჩამოვთვლი და ვერც გამოვყოფ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ამ სირთულეების ფონზე განვვითარდი, გავძლიერდი, საკუთარი თავი გავზარდე და ახლა სირთულეს, პრობლემას ფსიქოლოგიურ საზრდოდ აღვიქვამ. თუ ვიღაცისთვის პრობლემა რეალურად პრობლემას ნიშნავს, ჩემთვის საკუთარი თავის განვითარების, ფსიქოლოგიურად გამყარების გამოწვევა გახლავთ, რაზეც არასოდეს ვიწუწუნებ. სირთულეებს არასოდეს ვნებდები, პირიქით - მოტივაცია მემატება, რომ გადავლახო.

- შენი, როგორც დედის ყოველდღიური შრომა რას მოიცავს?

- იმას, რასაც ნებისმიერი, პასუხისმგებლობის მქონე დედის საქმიანობა მოიცავს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს რა იქნება: დალაგება, გარეცხვა, საჭმლის მომზადება, ბავშვების კვება, იმ რაღაცების ახსნა, რაც ადამიანად გვაყალიბებს და გვზრდის, სწავლება და ა.შ. ჩემი გარეგნობის გამო ბევრს ვერ წარმოუდგენია, რომ შეიძლება, არანორმალურად "გადამკვდარი" დედა ვიყო, მაგრამ ძირითადად, ეს ის ხალხია, ვინც არ მიცნობს და შეუძლია, გარეგნობა ადამიანობაზე წინ დააყენოს, შორიდან განმიკითხოს. ასეთი ადამიანის აზრი ჩემთვის არაფერს ნიშნავს. უბრალოდ, მიმაჩნია, რომ ინტელექტუალურად დეგრადირებულია და მახსენებს - წიგნი ყდის მიხედვით არ უნდა განვსაჯოთ.

- ცოლქმრულ ცხოვრებაში კრიზისულ პერიოდებს როგორ უმკლავდებოდი? ამჟამად რა ეტაპზეა შენი ოჯახური ცხოვრება?

- როგორც ყველა წყვილს, ურთიერთობაში კრიზისი მეც მქონია, შეიძლება ითქვას - იმაზე მეტიც, რაც ჩემს ასაკში უნდა გადამელახა... იმით ვუმკლავდებოდი, რომ წყენას, გულის ტკენას ადვილად ვივიწყებ, ბოღმით არ ვცხოვრობ. თუ რამე მწყინს ან ჩემთან ურთიერთობაში რაღაც ეშლებათ, რაც ჩემს თავმოყვარეობაზე მოქმედებს, ყველანაირ ნეგატიურ შეგრძნებას ჩემგან ვუშვებ. იმიტომ - არა, რომ ვინმე ამას იმსახურებს. უბრალოდ, თავად ვიმსახურებ შინაგან სიმშვიდეს და არ მინდა, იმ ადგილებს, რომელთა შევსებაც ბედნიერებით მსურს, რაღაც ნეგატიური ეპიზოდები ავსებდეს. 12 წელი ცოტა დრო არ არის. ამ 12 წელიწადში უამრავი გამოცდა წარმატებით ჩავაბარე და არ გავტყდი, რადგან ძლიერი ადამიანი ვარ. უბრალოდ, საბოლოო ჯამში, უამრავი ცდის მერე, მეც და ჩემი შვილების მამაც მივხვდით, რომ ერთმანეთს არანაირად არ ვეწყობოდით და საკუთარ თავებს უფლება მივეცით, ცალ-ცალკე ბედნიერები ვიყოთ. ამჟამად, ისეთ ადამიანთან ერთად ვარ, რომელიც თავიდან ბოლომდე "მერგება", თუნდაც - სულიერად, მორალურად, ხელოვნების მხრივ... ეს ადამიანი ისეთი თვისებებით გამოირჩევა, რაც კაცების (ვისაც ვიცნობ) 99%-ს არ გააჩნია. ისეთია, რომ გაიღვიძებ და კითხვა გებადება - თუ რით დაიმსახურე ასეთი ადამიანი და მადლობელი ხარ ღმერთის და სამყაროსი, რომ მას შეგახვედრა...წაიკითხეთ სრულად

09-03-2019 20:30
წყარო: ambebi.ge