ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. დაშავებული ბათუმის ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

პირველადი ინფორმაციით, მამაკაცი ფეხის არეში არის დაჭრილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებმა მსუბუქი ავტომობილი იპოვეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის კვალი ეტყობოდა.

როგორც შსს-ში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

09-03-2019 18:27
წყარო: ambebi.ge