"რუსთავი 2" - გიორგი გახარიას მიერ გაგზავნილი წერილი მამუკა ხაზარაძეს ბადრი ჯაფარიძემ მიუტანა

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, შს მინისტრის გიორგი გახარიასმიერ გაგზავნილი მუქარის წერილი "თიბისი ბანკის" დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს ამავე ბანკის თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ მიუტანა.

ტელეკომპანიივეს ინფორმაციით, ბადრი ჯაფარიძე გიორგი გახარიას მეზობელია. მათივე ცნობით, ერთ-ერთი ვერსიით, შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრის კაბინეტში შედგა, მეორე ვერსიით კი, ბადრი ჯაფარიძეს გახარიამ წერილი ავტოფარეხში გადასცა.

შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურისთვის გადაცემული წერილი გაასაჯაროვა, რომელშიც „ყველანაირი წინაპირობის გარეშე“ შესასრულებელ 3 სახის ულტიმატუმზეა საუბარი.

"1. უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე, გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან).

2. მ.ხ -მ უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში და რომ ამის გამეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს, მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი).

3. არტარეას უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი.

ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, ვაწარმოოთ ჯანსაღი მოლაპარაკებები ყველანაირი წინაპირობის გარეშე.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და ობიექტურ საშუალებას და გავაკეთებთ ამას საჯაროდ შიდა და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის," - ნათქვამია წერილში, რომელსაც პროკურატურა აქვეყნებს.

VIDEO: ვინ მიუტანა მამუკა ხაზარაძეს შს მინისტრის წერილი?

09-03-2019 21:45
წყარო: ambebi.ge