ლაინერის ბორტზე, სადაც მგზავრები 33 ქვეყნიდან იმყოფებოდნენ, არავინ გადარჩენილა - ნაირობიში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

ნაირობიში „Ethiopian Airlines“-ის კუთვნილი თვითმფრინავის „ბოინგ 737“-ის კატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი 157-ვე მგზავრი დაიღუპა. ამის შესახებ „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.

„ლაინერის ბორტზე, სადაც მგზავრები 33 ქვეყნიდან იმყოფებოდნენ, არავინ გადარჩენილა“ - წერს სააგენტო.

„ეთიოპიის ავიახაზების“ „ბოინგ 737“ ტიპის თვითმფრინავმა, რომელიც ადის-აბიბადან ნაირობიში მიფრინავდა, კატასტროფა განიცადა.

თვითმფრინავში 149 მგზავრი და 8 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა.

10-03-2019 16:09
წყარო: ambebi.ge