წესები, რომელთა დაცვაც 2020 წლიდან ექსკურსიებზე სკოლებს მოუწევთ

2020 წლიდან სასკოლო ექსკურსიებზე ახალი რეგულაციები დაწესდება. ამის შესახებ „ბავშვის კოდექსშია“ აღნიშნული.

კოდექსით გათვალისწინებული პირობების დარღვევა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

ცნობისთვის, „ბავშვის კოდექსი“ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში მომზადდა. „ბავშვის კოდექსის“ მთავარი ხაზი არის ბავშვის უფლებების განმტკიცება ეროვნული ინტერესებისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. დოკუმენტი ბავშვის აღზრდისა და კეთილდღეობისათვის მნიშვნელოვანი გარემოს უზრუნველყოფაში ოჯახის განსაკუთრებულ როლს აღიარებს.

ბავშვის უფლებათა კოდექსის ამოქმედების ვადად 2020 წელის ივნისია განსაზღვრული.

10-03-2019 16:43
წყარო: ambebi.ge