ლაშა ტალახაძე მამა გახდა - რა დაარქვეს პატარა გოგონას

ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და მისი ცოლი, ანა დემურია მშობლები გახდნენ. ახალშობილ გოგონას მარიამი დაარქვეს, ტალახაძეს მეგობრები და ახლობლები "ფეისბუქზე" ულოცავენ.

მარიამი "იმედის კლინიკაში" დაიბადა, სიგრძე 51 სმ, წონა კი 3500 გრამია.

ლაშა და ანა გასულ წელს დაქორწინდნენ, თაფლობის თვე მალდივებზე გაატარეს, შემდეგ კი გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს.

10-03-2019 21:22
წყარო: ambebi.ge