პარლამენტში სალომე ზურაბიშვილს ლადო კახაძე ჩაანაცვლებს?

“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, “ქართულმა ოცნებამ“ მთაწმინდის ამომრჩეველს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, შესაძლოა, ცნობილი ექიმის, ლადო კახაძის კანდიდატურა შესთავაზოს.

ერთ-ერთი რეალური კანდიდატი, ვისაც სახელისუფლო პარტია მთაწმინდის საარჩევნო ოლქში წარსადგენად განიხილავს, სწორედ ლადო კახაძეა, თუმცა გამოცემის ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

ლადო კახაძე 1998-2002 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. ცნობილი ექიმი წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურად უჭერდა მხარს "ოცნების" მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს. თუ მას აირჩევენ, პარლამენტში კახიძე სწორედ სალომე ზურაბიშვილს ჩაანაცვლებს.

პარლამენტის შუალედური არჩევნები მთაწმინდის ოლქში მაისში გაიმართება.

11-03-2019 13:08
წყარო: ambebi.ge