მოპედის სამართავად მოქალაქეებს მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება მოუწევთ

მოპედის სამართავად მოქალაქეებს მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. ამის შესახებ მთავრობის მიერ დამტკიცებულ საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2019 წლის სამოქმედო გეგმაშია აღნიშნული.

კერძოდ, როგორც გეგმაშია აღნიშნული, ამ ცვლილების ამოცანას ქართული კანონმდებლობის ევროდირექტივასთან დაახლოება წარმოადგენს. ცვლილების თანახმად, მართვის მოწმობის კატეგორიებს დამატებულია AM (მოპედი) და A2 (მოტოციკლი) კატეგორიები.

აღნიშნული ცვლილების განხორციელება მიმდინარე წლის 1-3-ე კვარტალშია დაგეგმილი. წაიკითხეთ სრულად

11-03-2019 13:27
წყარო: ambebi.ge