როგორ გადავიღოთ ფოტო ისე, რომ ნამდვილ ვარსკვლავს ვგავდეთ - 9 ყველაზე გავრცელებული შეცდომა

გიყვართ სურათების გადაღება, მაგრამ ხშირად არ იცით ხოლმე, რა პოზა მიიღოთ ან რომელი კუთხით გადაიღოთ? სტატიაში მარტივ წესებს გაგაცნობთ, რომლებიც პროფესიონალური სურათების გადაღებაში დაგეხმარებათ. უბრალოდ, სიმარჯვე, მოთმინება და ხარისხიანი კამერა გჭირდებათ.

1. ყურადღება მიაქციეთ უკანა ხედს

ზოგჯერ ძალიან ლამაზი ფოტოც კი შეიძლება გააფუჭოს ცუდმა უკანა ფონმა. დეტალები ერთი შეხედვით ძნელად შესამჩნევია, მაგრამ როცა მოგვიანებით დაათვალიერებთ ფოტოებს, ნახავთ, რომ ცუდი ფონი მთელ ფოტოს ანადგურებს და აზრს უკარგავს. კარგი ხედის პოვნა კი ყველაზე მოულოდნელ ადგილებშიც შეგიძლიათ. მაგალითად, ეს შეიძლება შენობის კედელიც იყოს. უბრალოდ, ყურადღება გაამახვილეთ ხოლმე მსგავს დეტალებზე და მომავლისთვის მოემზადეთ კითხვებისთვის: "სად გადაიღე ასეთი ფოტო? სად არის ეს ფონი/ხედი?" და ა.შ.

აქციე შენი დაუვიწყარი მოგონებები ფოტოწიგნად

2. მოერიდეთ ძალიან ახლო ხედს

ახლოდან გადაღებულ ფოტოებში ხშირად უსწორმასწორო სახე ჩანს, რაც ნამდვილად არ გენდომებათ, თუ კარგი ფოტოს გადაღებას ცდილობთ. კამერა ცოტა შორს მოათავსეთ და ნახავთ, რომ უკეთესი სურათი გამოგივათ.

3. სცადეთ სხვადასხვა კუთხით გადაღება

მოდით, ერთმანეთს შევადაროთ ქვემოთ მოცემული ფოტოები. გვაქვს ფერადი ატრაქციონი და გვყავს ლამაზი მოდელი. როგორ გააერთიანებდით მათ ერთ ფოტოში? შეგიძლიათ, დადგეთ ატრაქციონის გვერდით და ჩვეულებრივი ფოტო გადაიღოთ, ან განსხვავებული კუთხით სცადოთ სელფის გადაღება. ასე გადაღებული სურათი კრეატიულია და თან, კარუსელის თავიც ჩანს. კუთხის შეცვლით, თითქოს, ფოტო უფრო ცოცხალი გახდა. ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების.

4. არ მოათავსოთ ობიექტი ფოტოს ცენტრში

თუ ერთ მარტივ ობიექტს უღებთ სურათს, არ მოათავსოთ ის ფოტოს ცენტრში. გაიხსენეთ სამის კანონი, რომლის თანახმადაც ინტერესის ობიექტი მოთავსებული უნდა იყოს ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზების მესამე კვეთაზე.

5. ისწავლეთ "კარგი განათების" დაჭერა

კარგი განათება კარგი ფოტოს აუცილებელი ელემენტია. ქვემოთ მოცემულ ფოტოებს შორის სხვაობა მხოლოდ კიბის ერთი საფეხურია, მაგრამ აშკარად შესამჩნევია განსხვავება. კარგ სურათში უკანა ფონი დაჩრდილულია და არასასურველი დეტალები არ ჩანს. ამოძრავეთ კამერა და ეცადეთ, კარგი განათება დაიჭიროთ. ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ განათების წყარო თქვენ წინ უნდა იყოს და არა - უკან.

ზედმეტი სინათლე სულაც არაა კარგი. დღის შუქზე სურათების გადაღება გამოცდილ ფოტოგრაფებსაც კი უჭირთ. ამიტომაც, რეკომენდებულია, არ გადაიღოთ ფოტოები მზის აქტივობის პერიოდში. შეარჩიეთ კარგი განათება დილის საათებში ან შებინდებისას.

6. იპოვეთ და გამოიყენეთ სწორი კუთხე სელფისთვის

ბევრი ფოტოგრაფის აზრით, ყველა ადამიანს თავისი "საუკეთესო სახის მხარე" აქვს, რომელიც სწორედ სურათებში უნდა აჩვენოთ. თუმცა, ნუ ააჭრელებთ სოციალურ ქსელს მსგავსი, ერთი კუთხიდან გადაღებული ფოტოებით. ეცადეთ, იპოვოთ კრეატიული გზა თქვენი სილამაზის ფოტოზე გადმოსაცემად.

მაგალითად, შეგიძლიათ ზურგზე დაწვეთ და ზევიდან გადაიღოთ სურათები.

7. კარგი ფოტოს გადასაღებად ნუ მოერიდებით უხერხულ პოზებს

თუ მაკრო-ფოტოს გადაღება გინდათ, ნუ მოერიდებით მუხლებზე დადგომას ან ბალახზე დაწოლას. რომელი უფრო გაინტერესებთ, რას იფიქრებენ გარშემომყოფები თქვენზე თუ კარგი ფოტოს გადაღება?

8. ყველა ფოტოს თავისი "სწორი კუთხე" აქვს

მთლიანი სხეულით სურათის გადაღება ისეთი მარტივი არაა, როგორიც სელფის. თუ გადაწყვეტთ ამ ტიპის ფოტოს გადაღებას, სთხოვეთ ფოტოგრაფს, ცოტა დაბლა დაიხაროს, რომ უფრო მაღალი გამოჩნდეთ. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ხერხი გამოსადეგია გამხდარი ადამიანებისთვის.

რაც შეეხება ფოტოებს მჯდომარე პოზაში, თუ ქვევიდან გადაგიღებენ, დიდი შანსია, რომ უფრო მსუქანი გამოჩნდეთ. უკეთესი შედეგი გექნებათ, თუ ამ შემთხვევაში სურათს ზევიდან გადაიღებთ, თან, ლამაზი ხედიც გამოჩნდება.

დამჯდარ მდგომარეობაში ფოტოს გადაღების დროს, ჯობია გვერდულად იჯდეთ და ფეხი ფეხზე გადაიდოთ. რაკურსი აქაც ოდნავ ქვემოდან ან პირდაპირ აიღეთ. ასე ფეხი უფრო გრძელი ჩანს.

9. ხარისხი, ფილტრი და ფოტოედითორები

თუ ტელეფონით იღებთ, აუცილებლად თქვით უარი ფოტო-აპლიკაციებზე. რომლებიც ფოტოს ეფექტებს ადებს. ფოტო გადაიღეთ ტელეფონის კამერით.

ფოტოს დასაედითებლად გამოიყენეთ Snapseed, Facetune და თვითონ ინსტაგრამის ფილტერები. VSCO-ეს აპლიკაცია მოიცავს ასობით ფილტრს, შეგიძლიათ სცადოთ.

ეს აპლიკაციები ნაკლებად უკარგავს ფოტოს ხარისხს.

სიმკვეთრის მოსამატებლად ინსტაგრამზე საშუალოდ აუწიეთ Sharpen-ს. დაადეთ ფერი (Colour) 30-მდე სიმძლავრის. ინსტაგრამის ფილტრი არ გამოიყენოთ. თუ გამოიყენებთ 10 -მდე აუწიეთ. მეტი უკვე არაბუნებრივად ჩანს.

აკინძე შენი ცხოვრების ფოტომატეანე ერთ წიგნად

9 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელსაც ფოტოების გადაღების დროს უშვებთ

შეხების იმიტირებაპრობლემა: თუ ხელები კამერისკენ გექნებათ, დარჩება შთაბეჭდილება, რომ ის ჩარჩოდან ამომხტარია. პირველ ფოტოზე მოცემული ჟესტი ასევე გამოგიჩენთ უფრო პატარა სახეს.

გადაწყვეტა: მეორე ფოტოზე მოცემული ჟესტით ხაზს გაუსვამთ თქვენს სახის ნაკვთებს. მნიშვნელოვანია, ისწავლოთ, როგორ გააკეთოთ შეხების იმიტირება ისე, რომ უშნოდ არ შეეხოთ კანს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა გახსოვდეთ, არის ის, რომ არასდროს ჩამალოთ სახე ხელებში და არ მოიკიდოთ ხელები თმაზე.

ნიკაპი წინ

პრობლემა: ნებისმიერ ფოტოში თქვენი კისერი უნდა დარჩეს ხილული. შეეცადეთ, არ დამალოთ ის, არ გამოსწიოთ თავი წინ, თორემ თქვენი მზერა გახდება მძიმე და არასტუმართმოყვარე.

გადაწყვეტა: აწიეთ თავი მაღლა. შეიძლება, არაბუნებრივად მოგეჩვენოთ, მაგრამ ფოტოში ასეთი პოზიცია ელეგანტურობას და მომხიბვლელობას შეგძენთ.

არ გადააჯვარედინოთ ხელები

პრობლემა: წინ გადმოხრა არაბუნებრივია, მხრებს ნაკლებად ლამაზს გამოგიჩენთ, ხელების გადაჯვარედინებით კი თითქოს ფიგურას ბუნდოვანს ხდით.

გადაწყვეტა: როცა კამერის წინ დგახართ, სხეული ოდნავ შეატრიალეთ რომელიმე მხარეს, ჩამოუშვით ხელები. ასე თქვენი კისერი უფრო გამოიკვეთება და სხეულის კონტურებიც უკეთ გამოჩნდება.

აკონტროლეთ პოზა

პრობლემა: წელში მოხრილობა ზედმეტ კილოგრამებს შეგმატებთ, კისერსაც უფრო მსხვილს გამოგიჩენთ.

გადაწყვეტა: გაშალეთ მხრები და გაიმართეთ წელში. კარგი იქნება, თუ ოდნავ შეტრიალებული იქნებით კამერისკენ.

შეცვალეთ კუთხე

პრობლემა: როცა ფეხები პირდაპირ კამერის წინ გიდგათ, თქვენი სილუეტი უფრო დიდი ჩანს. კუთხის არასწორად შერჩევამ შეიძლება თქვენი ფეხები უფრო მოკლედ და მსუქანი გამოაჩინოს.

გადაწყვეტა: ამის გამოსასწორებლად უბრალოდ შეარჩიეთ სწორი კუთხე, ოდნავ მიტრიალდით კამერისკენ, ფეხები დადეთ ერთად, ოღონდ ერთი ოდნავ უფრო მაღლა ასწიეთ.

ყურადღება მიაქციეთ ხელებს

პრობლემა: ხშირად, როცა ფოტოს გადაღების დროს ვზივართ, არ ვიცით, სად წავიღოთ ხელები. გადაჯვარედინებული ხელები ცუდ შთაბეჭდილებას ახდენს, ჩამოშვებული ხელები კი არაბუნებრივად გამოიყურება.

გადაწყვეტა: "ქვიშის საათის" ფორმა ერთ-ერთი ყველაზე კარგი ვერსიაა, როცა ზიხართ. ერთი ფეხი მეორეს გადაადეთ და ზედა მუხლზე მსუბუქად დაიდეთ იდაყვი. ერთი მკლავი ვერტიკალურ მდგომარეობაში გქონდეთ, მეორე - ჰორიზონტალურში. ეს პოზა ქმნის ელეგანტურ ვიზუალურ ხაზებს და გამოკვეთს თქვენს სახეს და ფიგურას.

შექმენით ვიზუალური ხაზები

პრობლემა: ჩამოშვებული ხელებით დგომის ნაცვლად, შეგიძლიათ უკეთესი პოზები მიიღოთ. გარდა ამისა, ზოგი ტანსაცმელი სწორად მდგომარე პოზაში უფრო მსუქან ფიგურას გამოგიჩენთ.

გადაწყვეტა: დააშორეთ ხელები სხეულს. სცადეთ მათი გამოყენება სწორი ხაზებისა და კუთხეების შესაქმნელად, რომლებიც ხაზს გაუსვამენ თქვენს ფორმებს და იმას, რაც მართლა მნიშვნელოვანია.

თავიდან აიცილეთ ხალვათი ტანსაცმელი

პრობლემა: ხალვათი ტანსაცმელი თქვენს ფიგურას რთულად შესამჩნევს ხდის და ასევე, აფართოებს მას.

გადაწყვეტა: ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, ხელები მიიტანეთ წელთან. დარწმუნდით, რომ წელი ვიწრო ჩანს და ერთი ხელი მეორეზე მაღლაა. თუმცა, საერთოდ, რა თქმა უნდა, სჯობს, რომ გადაღების დროს ასეთი ტანსაცმელი არ ჩაიცვათ.

არ გამოაჩინოთ იდაყვი

პრობლემა: კამერისკენ მიმართული იდაყვი არაბუნებრივია. ის არღვევს პროპორციის წესებს და ფოტოს მძიმეს ხდის.

გადაწყვეტა: თუ ფოტოში ხელები გიჩანთ, ის ხაზს უნდა უსმევდეს და ემსახურებოდეს სხეულის და სახის ლამაზი ნაწილების გამოკვეთას.

თუ ამ ყველაფრის გათვალისწინება გეზარებათ, მიანდეთ საქმე პროფესიონალებს

11-03-2019 15:49
წყარო: ambebi.ge