საბედისწერო დაგვიანება - ბერძენმა მგზავრმა "ეთი­ო­პი­ის ავი­ა­ხა­ზე­ბის" რეისს ვერ მიუსწრო და ცოცხალი გადარჩა

ეთიოპიის ავიარეისზე დაგვიანება ბერძენი მგზავრისთვის იღბლიანი აღმოჩნდა. ანტონიოს მავროპულოსმა "ეთიოპიის ავიახაზების" ადის-აბება-ნაირობის რეისზე 2 წუთით დააგვიანა, რისი წყალობითაც იგი სიკვდილს გადაურჩა.

როგორც გადარჩენილი მგზავრი Greek Reporter-თან საუბრისას აცხადებს, ის ძალიან გაბრაზებული იყო, რადგან ხედავდა, როგორ ადიოდნენ სხვა მგზავრები თვითმფრინავში.

მას შემდეგ, რაც კატასტროფის შესახებ გახდა ცნობილი, ანტონიოსი პოლიციამ დაკითხა. სამართალდამცველებს საეჭვოდ მიაჩნდათ ის, რომ მავროპოლუსი ერთადერთი დარეგისტრირებული მგზავრი იყო, რომელიც ბოინგში არ ავიდა.

ცნობისთვის, "ეთიოპიის ავიახაზების" "ბოინგ 737" ტიპის თვითმფრინავმა, რომელიც ადის-აბიბადან ნაირობიში მიფრინავდა, კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავში 149 მგზავრი და 8 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. ლაინერის ბორტზე, სადაც მგზავრები 33 ქვეყნიდან იმყოფებოდნენ, არავინ გადარჩენილა.

greekreporter.com-ის მიხედვით მოამზადა ლიკა ამირაშვილმა

11-03-2019 17:21
წყარო: ambebi.ge