ტესტები, რომელსაც "ფეისბუქზე" აკეთებთ, თქვენს ინფორმაციას იპარავს - ცუკერბერგის კომპანია უკრაინელებს უჩივის

ტესტების (ქუიზების) დიდი ნაწილს, რომელსაც „ფეისბუქზე“ აკეთებთ, თქვენს პირად ინფორმაციაზე აქვს წვდომა. BBC წერს, რომ „ფეისბუქი“ უჩივის უკრაინელ ანდრეი გორბაჩოვსა და გლებ სლუჩევსკის, რომლებიც კომპანიაში Web Sun Group მუშაობენ. სწორედ აღნიშნული კომპანია ქმნის საფრთხის შემცველი ტესტების დიდ ნაწილს.

„ფეისბუქის“ ინფორმაციით, 2016-დან 2018 წლამდე მომხმარებლებმა ქუიზები დაახლოებით 63,000-ჯერ გააკეთეს.

ტესტები, რომელსაც მსგავსი სათაურები აქვთ - „რას ამბობს თქვენი თვალის ფერი თქვენზე“, ან - „ხალხს თქვენი სილამაზე მოსწონს, თუ ინტელექტი?“ - მომხმარებლებს აცნობებს, რომ მხოლოდ მათი პროფილების საჯარო ინფორმაციიდან ლიმიტირებულ მონაცემებს მიიღებენ.

„საერთო ჯამში, ბრალდებულებმა რისკის ქვეშ დააყენეს „ფეისბუქის“ მომხმარებლების 63 000 ბრაუზერი და კომპანიას 75,000 დოლარზე მეტი ზარალი მიადგა,“ - აღნიშნულია სასამართლო დოკუმენტაციაში.

12-03-2019 10:13
წყარო: ambebi.ge