თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე რჩება

თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე რჩება. შესაბამისი განცხადება წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

"პოზიციები შეჯერებულია, თემა ამოწურულია, დისკუსიები დასრულებულია, შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ ერთიანი გუნდის ფარგლებში მუშაობას," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

12-03-2019 14:01
წყარო: ambebi.ge