Apple-მა 2019 წლის გაზაფხულის პრეზენტაცია დააანონსა

Apple-მა 2019 წლის გაზაფხულის პრეზენტაცია დააანონსა. ტრილიონიანი კომპანია ახალი მოდელების წარდგენას 25 მარტს, 10 საათზე, აშშ-ში მდებარე ქალაქ კუპერტიონოში გამართავს. Apple-ის სათაო შენობის ბაღში მდებარე სტივ ჯობსის სახელობის თეატრში ღონისძიებას ათასობით ჟურნალისტი და დეველოპერი დაესწრებიან. Apple-ის პრეზენტაციის დაანონსებისთანავე, ამერიკული მედიისთვის მნიშვნელოვანი თემა გახდა თუ რა ტექნოლოგიებს წარადგენს Apple. ტექნოლოგიის ექსპერტები სტივ ჯობსის სახელობის თეატრში გასამართ ღონისძიებაზე, Apple-ის ნოვაციურ ტელევიზიას, ახალი ბიუჯეტურ iPad-ს და განახალებული უსადენო AirPods-ების წარდეგნას ელოდებიან..

ქსპერტები ღონისძიებაზე ასევე, არ გამორიცხავენ მუსიკალური პლეიერის iPod-ის განახლებულ მოდელის დაანონსებასაც. მათი თქმით, ახალი სიტყვა შეიძლება გახდეს ტექნოლოგიების სფეროში. Apple-ის პრეზენტაცია ძირითადად წელიწადში ორჯერ იმართება. კორპორაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა რამდენიმე დღის წინ აქციონერებს შემცირებული რეალიზაციების გამო ბოდიში მოუხადა და პირობა დადო Apple გამაოგნებელ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებს წარადგენდა. Apple-ის პრეზენტაცია Live რეჟიმში გადაიცემა მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში, Live რეჟიმში მოხდება პრეზენტაციის ტრანსილირება აიპლიუსის Facebook-გვერდებზე. Apple-ის ოფიციალურ პარტნიორ iPlus-ში ნოვაციური ტექნოლოგიების წარდგენისთანავე, გაყიდვების დაწყებას, მსოფლიო ქვეყნებთან ერთად საქართველოშიც გეგმავენ.

(R)

12-03-2019 18:50
წყარო: ambebi.ge