უბედური შემთხვევა რუსთავში - 13 წლის გოგონა ფოტოს გადაღების დროს სახურავიდან გადმოვარდა

უბედური შემთხვევა მოხდა რუსთავში. ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან 13 წლის გოგონა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგონა მეგობრებთან ერთად რუსთავის ერთ-ერთი კორპუსის სახურავზე სავარაუდოდ, ფოტოების გადასაღებად ავიდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა და 13 წლის გოგონა გადმოვარდა.

მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „რუსთავში“გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ფოტო: ინფო რუსთავი

13-03-2019 14:27
წყარო: ambebi.ge