საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა მთავრობას ანაკლიის პორტის დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დეტალური დაზუსტებული პოზიცია წარუდგინეს

მარტის ბოლოს იგეგმება მეორე შეხვედრა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა (EBRD – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, OPIC – ამერიკის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია, ADB – აზიის განვითარების ბანკი, AIIB – აზიის ინფრასტრუქტურისა და განვითარების ბანკი) მთავრობას ანაკლიის პორტის დაფინანსებასთან დაკავშირებულ 8 საკითხზე იურიდიულად დაზუსტებული დეტალური პოზიცია წარუდგინეს.

8-პუნქტიანი მოთხოვნების დეტალურად ჩაშლაზე მთავრობა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები 8 თებერვლის შეხვედრაზე შეთანხმდნენ. დოკუმენტი უკვე გაგზავნილია მთავრობის შესაბამის უწყებებში. მარტის ბოლოს იგეგმება მეორე ინტერაქციული შეხვედრა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები ანაკლიის პორტის პროექტის 400 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსებას განიხილავენ.

NS

13-03-2019 15:34
წყარო: ambebi.ge