ვინ იყო 13 წლის გოგონა, რომელიც რუსთავში კორ­პუ­სის სა­ხუ­რა­ვი­დან გადმოვარდა - "დედა იტალიაშია, აქ მამასთან ცხოვრობდა"

გოგონა, რომელიც რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა, 13 წლის ლიზი ვადაჭკორიაა. იგი მიღებული მძიმე დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც Ambebi.ge-სთვის გახდა ცნობილი, გოგონა რუსთავში კერძო სკოლა "რეცაში" სწავლობდა. ის მამასთან ერთად ცხოვრობდა, დედა კი იტალიაში სამუშაოდაა წასული. ლიზის გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრებმა დედას უკვე შეატყობინეს და ის საქართველოში ხვალ ჩამოვა.

კორპუსის მცხოვრები, სადაც შემთხვევა მოხდა, იხსენებს, რომ დაახლოებით 13:30 წუთზე სადარბაზოს კიბეებს გვიდა, რა დროსაც იქ ორი უცხო გოგონა შევიდა.

"როგორც გავიგეთ, გოგონა მეზობელ კორპუსში ცხოვრობდა. როდესაც აქ შემოსულები დავინახე ვკითხე, ვისთან მიდიოდნენ, უცხო სახელი მითხრეს, ასეთი ამ სადარბაზოში არავინ ცხოვრობს. დაახლოებით 10 წუთში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. გარდაცვლილში სწორედ ზევით მიმავალი გოგონებიდან ერთ-ერთი ამოვიცანი" - ამბობს Ambebi.ge-სთან საუბარში კორპუსის მცხოვრები.

არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი კორპუსის სახურავზე მეგობრებთან ერთად სავარაუდოდ, ფოტოების გადასაღებად ავიდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა. ლეონიძის ქუჩის კიდევ ერთი მაცხოვრებელი Ambebi.ge-სთან ამბობს, რომ სახურავის კიდეზე ჩაცურებული ფეხსაცმლის კვალი ჩანს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

13-03-2019 21:39
წყარო: ambebi.ge