საოკუპაციო რეჟიმის მიერ კასპში დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ კასპის მუნიციპალიტეტში დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

შეგახსენებთ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ორი ახალგაზრდა მამაკაცი 13 მარტს, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

14-03-2019 19:00
წყარო: ambebi.ge