კოსტავას ქუჩაზე ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა

კოსტავას ქუჩაზე ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა, რომლის შედეგად 2 მძღოლი დაშავდა. ისინი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.შემთხვევის ადგილზე საპატრულო და სამედიცინო დახმარების ბრიგადები იყვნენ მობილიზებული. ავტოავარიის შედეგად შეფერხდა ავტოსაგზაო მოძრაობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

14-03-2019 22:28
წყარო: ambebi.ge