მამუკა ბახტაძემ რუმინეთის დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბუქარესტში, რუმინეთის დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.

მემორიალი პირველი მსოფლიო ომისას დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის პატივსაცემად 1923 წელს აიგო.

15.04.2019 15:06
წყარო: interpressnews.ge