„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ მესტიის მიმართულებით დამატებითი ავიარეისი დანიშნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 27 აპრილს, ნატახტარი - მესტიისა და მესტია - ნატახტარის მიმართულებით დამატებით ავიარეისი დანიშნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, შაბათს, ნატახტარის აეროპორტიდან მესტიის მიმართულებით დამატებითი ფრენა 10:00 საათზე შესრულდება, ხოლო მესტიიდან გამოფრენა 12:00 საათზე განხორციელდება.

ნატახტარის აეროპორტიდან მესტიის მიმართულებით და პირიქით, ფრენები კვირაში ოთხჯერ სრულდება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე: https://ticket.vanillasky.ge/

15.04.2019 15:11
წყარო: interpressnews.ge