რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - აშშ-სთვის ნატო მოკავშირეების კონტროლისა და დამორჩილების ინსტრუმენტია

აშშ-სთვის ნატო მოკავშირეების კონტროლისა და დამორჩილების ინსტრუმენტია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე გრუშკომ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ვაშინგტონისთვის ნატო ისტორიულად ყველაზე წარმატებული საერთაშორისო ინსტრუმენტია. ეს არის მოკავშირეების კონტროლისა და დამორჩილების ინსტრუმენტი. ეს არის ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც საერთაშორისო არენაზე აშშ-ს არაკანონიერი ქმედებების ლეგიტიმაცია ხდება“, - განაცხადა ალექსანდრე გრუშკომ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ნატო-მ იუგოსლავიის დანაწევრება დაუშვა, რამაც თავის მხრივ ევროპული უსაფრთხოებისთვის მძიმე შედეგები გამოიწვია.

ალექსანდრე გრუშკომ ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად აშშ ნატო-ს ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიების მონეტიზირებას ცდილობს, რისთვისაც თავდაცვითი ხარჯების მშპ-ს 2%-მდე გაზრდას ითხოვს.

15.04.2019 15:24
წყარო: interpressnews.ge