ელბაქიძის აღმართზე, სატვირთო ავტომანქანის მძღოლს მანქანა დაუგორდა და მის ქვეშ მოყვა

თბილისში, ელბაქიძის აღმართზე, სატვირთო ავტომანქანის მძღოლს მანქანა დაუგორდა და მის ქვეშ მოყვა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველები ყვებიან, რომ მძღოლი სატრანსპორტო საშუალების ქვეშ იყო და შეკეთებას ცდილობდა, რა დროსაც მანქანა დაგორდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს.

15.04.2019 16:38
წყარო: interpressnews.ge