„ევროპული საქართველო“ პედაგოგებისთვის დანამატების გასაცემად 40 მილიონი ლარის გათვალისწინებას ითხოვს

„ევროპული საქართველო“ მომავალი წლის ბიუჯეტში დაახლოებით 40 მილიონი ლარის გათვალისწინებას ითხოვს პედაგოგებისთვის დანამატების გასაცემად. შესაბამის კანონპროექტს პარლამენტის განათლების კომიტეტი იხილავს. დღეს კომიტეტის სხდომაზე აღნიშნული საკითხის განხილვა, საკანონმდებლო ორგანოში განათლების სამინისტროს წარმომადგენლის მისვლამდე გადაიდო.

"ჩვენი ინიციატივით ყველა სტატუსიან პედაგოგს და ასეთია 25 ათასი, მათ, ვინც სერთიფიცირება მოიპოვა, უნდა მიეცეს დანამატი, თუ ისინი თანახმანი არიან ჩაატარონ საათების გარკვეული რაოდენობა და ეს რაოდენობა არის 13-15 საათი. ამისთვის დამატებით საჭიროა 40 მილიონი და ეს თანხები გათვალისწინებული შეიძლება იყოს 2020 წლის პირველი იანვრიდან. ჩვენს კანონპროექტზე დასკვნა სამწუხაროდ, ჰქონდა მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს და არ ჰქონია განათლების სამინისტროს და ამ ვითარებაში კომიტეტმა შემოგვთავაზა გადაიდოს მოსმენა, სანამ მოვაწყობთ შეხვედრას განათლების სამინისტროსთან. შეხვედრა იქნება ამ კვირაშივე," - განაცხადა რატიანმა.

15.04.2019 16:43
წყარო: interpressnews.ge